ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. განაჩენი მიუღებელი აღმოჩნდა როგორც გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დამყარებული იყო ძირითადად პროკურატურის მტკიცებულებებზე, მაინც გაჩნდა ინტერესი, თუ ვინ იყო მოსამართლე, რომელმაც ასეთ რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
ზაზა სარალიძე მოსამართლე ეკა არეშიძეს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის
ეკა არეშიძე 43 წლისაა.
ჰყავს 24 და 25 წლის ქალიშვილები. მის მეუღლესა და პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი. მის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მშობლები და ორი შვილია მითითებული. დაიბადა ოზურგეთში, დაამთავრა რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "იბერიის" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1997-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში ადვოკატად. შემდგომ იყო "იურიდიული ბიურო – გ. დავითაშვილი" ამხანაგობის წევრი.
https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/12334...ents=1&start=20ქართველებზე საზიზღარი ერი არ არსებობს.
ამდენი ღვაძლი და ბოღმა საიდან გაქვთ ?
მე რე რა რო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ იბერია დაამთავრაა ? მარტო ეკას არ დაუმთავრებია ეგ უნივერსიტეტი მისმა კოლეგებმაც დაამთავრეს თანაც საკმაოდ ბევრმა
თსუ ვინც დაამთავრაა ყველა პროფესორია ?
სხვათაშორის იბერიაზე ამბობენ კარგი ლექტორები ყავდაო
8 წელი ადვოკატად მუშაობა საკმაოდ დიდი გამოცდილებაა
შედით ბმულზე და მაგ საიტზე და კომენტარებს გადახედეთ !!!ასეთი გველები სად გაიზარდნენ ?