მოგეხსენებათ, სირია არის ომის ზღვარზე. არადა სირიაში ცხოვრობს ბევრი ქართველი (ოსმალეთის იმპერიის ან მამლუქების დროს წასული). მართალია ენა არ იციან, მაგრამ თავს ქართველებად თვლიან. ასეთი იქნება 5-6 ათასი ადამიანი. სირიაში არის აგრეთვე 5 ათასამდე აფხაზი და 100 ათასზე მეტი ჩერქეზი, რომელნიც ღრუსებმა ღრუსეთ-კავკასიის ომისას იძულებით გაასახლა დედასამშობლოდან. ეს სამივე ეთნოსი სირიაში გამოირჩევა ასადის მთავრობის დიდი მხარდაჭერით, და როგორც სირიის პოლიტიკაში ჩახედულმა ადამიანებმა მითხრეს, თუკი ასადი ჩამოაგდეს, ამ ხალხს სირიაში აღარავინ გააჩერებს. ჩემი აზრით, საქართველოს ამ შემთხვევაში შეუძლია შემდეგი რამის გაკეთება:
1) ქართველები - უნდა შევთავაზოთ მათ საქართველოს ტერიტორიაზე რეპატრიაცია. შეიძლება თავად უარი თქვან, მაგრამ მაინც უნდა შევთავაზოთ და თუ თანხმობა მივიღეთ თუნდაც 2-3 რეისი გავაკეთოთ. საწინააღმდეგო აზრი შეიძლება იყოს შემდეგი:
რეპლიკა - ფუ, რათ მინდა საქართველოში ვიღაც ბნელი მუსულმანები.
პასუხი - ჯერ ერთი, ღრუსეთუმეები რომ გვყავს, მაგაზე ბნელი არაფერი წარმომიდგენია. და სირიელები ზოგადად ფუნდამენტალისტები არ არიან, იქაური მთავრობის მხარდამჭერები ხომ მითუმეტეს. და თუკი მათ სხვადასხვა რეგიონებში გავფანტავთ, მათი შვილები უკვე ქართულად ისაუბრებენ, ხოლო შვილიშვილები კი 100%-ით დაიბრუნებენ ქართველობას.
2) ჩერქეზები - ჩერქეზები ჩვენს ტერიტორიაზე არ უნდა დავასახლოთ, ნუ თუკი ვინმეს გაუჩნდა საქართველოში სწავლის ან ინვესტირების სურვილი, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მასიური დასახლების საშუალება არ გვაქვს. სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია ორი რამის გაკეთება:
ა) ღრუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ჩერქეზულ ტერიტორიებზე (ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღეა, კრასნოდარის მხარის სამხრეთი ნაწილი) სირიაში მცხოვრებ ჩერქეზთა სასწრაფო წესით რეპატრიაციის საკითხის წამოწევა საერთაშორისო ან საპარლამენტო დონეზე.
ბ) სირიიდან დაძრული ჩერქეზების მასისთვის საქართველოს გავლით კორიდორის მინიჭება. თურქეთი ისედაც გახსნის სირია-თურქეთის საზღვარს, და სარფიდან კი ჩვენ უნდა გავუხსნათ საზღვარი.
ამ გეგმებზედაც საწინააღმდეგო აზრი დაიბადება
ა) რა აზრი აქვს? რაც არ უნდა რეზოლუცია მიიღოს დასავლეთმა ღრუსეთი მაინც არ დააბრუნებს ჩერქეზებს.
პასუხი - 1996 წელს კოსოვოდან დადგა 600-მდე ჩერქეზის ევაკუაციის საკითხი. ღრუსებს ცოცხალი თავით არ უნდოდათ მათი მიღება. ჯერ თქვეს "20 ათას სერბს და ალბანელს მივიღებთ, ოღონდ ეგენი არ გაგვაგონოთ", შემდეგ თქვეს "კარგით, მივიღებთ, ოღონდ ციმბირში და ურალში ჩავასახლებთ", მაგრამ მაინც აიძულეს რეპატრიაცია და მაიკოპის მახლობლად კოსოვოელ ჩერქეზებს სოფელი მაფეხაბლი აუშენეს, სადაც ისინი დღესაც ცხოვრობენ.
ბ) მაინც არავინ არ ისარგებლებს ამ კორიდორით და რა აზრი აქვს?
პასუხი - პუტჩამდე 3 თვით ადრე ზვიად გამსახურდიამ ჩერქეზებს ანალოგიური კორიდორი გაუხსნა და მარტო 3 თვეში 7 ათასზე მეტი ჩერქეზი დაბრუნდა ჩერქეზეთში და იყვნენ იქამდე, სანამ ღორებმა ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ხალხი არ მიუსიეს მათ.
და ასევე იქნება ასეთი შინაარსის რეპლიკაც "ამ ველურებს და უმადურებს კიდევ ეგ უნდა გავუკეთოთ?". ამაზე პასუხში დროის დაკარგვა ჩემი აზრით არც ღირს.
3) აფხაზები. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი სეპარატისტების მარგინალიზაცაა. ჩვენ უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად. ჩვენ საჯაროდ უნდა გამოვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობა არის მზად დაეხმაროს სეპარატისტებს სირიელ აფხაზთა რეპატრიაციაში. 99% შემთხვევაში აფხაზები ამაზე იტყვიან უარს და აი იქ გამოჩნდება მათი რეალური სახე მთელი კავკასიის მაშტაბით. ნუ ტუკი ის 1% გამართლდა და ჩვენი დახმარებით ეს ხალხი დაბრუნდა უკან, ესეც იქნება დადებითი შედეგი და გამოიწვევს ურთიერთობების დათბობასა და საქართველოს ავტორიტეტის ამაღლებას. ამ პუნქტთან ორი სახის რეპლიკა იქნება, ერთი ემოციური მეორე კი პრაგმატული.
ა) ქართველ დევნილებზე არაფერს ამბობ, და ამ ველურ და ჩამოთრეულ აფსუებს აბრუნებ უკან?
პასუხი - თბილისში ომამდე მინიმუმ 5-6 ათასი ჩინელი იყო, მაგრამ არავინ აპროტესტებდა, და რა უნდა დააშავოს უფრო ნაკლებმა აფხაზმა აფხაზეთში? მითუმეტეს ისინიც ისევე გამოაძევეს აფხაზეთიდან როგორც ქართველი დევნილები.
ბ) ხო, მაგრამ რაში გვაწყობს აფხაზთა ხვედრითი წილის გაზრდა აფხაზეთში?
პასუხი - ღრუსები და სომხები რომ იყვნენ აფხაზეთში, მათ მაგივრად არ ჯობია ისევ აფხაზი იყოს? მითუმეტეს აფხაზებს სალაპარაკო აღარ ექნებათ, რომ ჩვენ მათი ასიმილირება გვინდა.
ერთი სიტყვით, ამ სამივე პუნქტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო იღებს შემდეგს:
1) გენოფონდის ნაწილობრივ შევსებას.
2) ჩერქეზებთან დაახლოებას.
3) სეპარატისტების მარგინალიზაციას.
4) კავკასიელ ხალხებში ავტორიტეტის ამაღლებას.
5) ღრუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 100 ათასი ჩერქეზის დამატებას და ღორების გავლენის შესუსტებას.
6) მსოფლიოს ადამიანის უფლებათა დამცველთა შორის საქართველოს, როგორც დევნილებზე მზრუნველი სახელმწიფოს წარმოჩენა.
აბა რას იტყვით?
პ.ს. ჩერქეზულ ფორუმზეც ანალოგიური თემა გავხსენი და უკვე 6 გვერდამდე ავიდა
http://www.elot.ru/forum/viewtopic.php?t=7...der=asc&start=0