"ქალი ყვიროდა, მიშველეთო! ეგრევე შევვარდით. შიშზე საერთოდ არ მიფიქრია" - ბიჭები, რომლებმაც ბებია და 6 წლის ბიჭუნა ხანძრისგან იხსნეს
2018, 03 ივნისი, 10:58
FaceBook
Twitter
Send4
03 ივნისი 2018
FaceBook
Twitter
Send4
"ქალი ყვიროდა, მიშველეთო! ეგრევე შევვარდით. შიშზე საერთოდ არ მიფიქრია" - ბიჭები, რომლებმაც ბებია და 6 წლის ბიჭუნა ხანძრისგან იხსნეს
ვიდრე საზოგადოება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით შეჰყურებს, 16 წლის ქუთაისელმა ბიჭებმა რობი კაპანაძემ და თემურ რამიშვილმა გმირობის ჩადენა მოასწრეს - მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ცეცხლმოკიდებული ბინიდან 6 წლის ბიჭუნა და მისი ბებია გამოიყვანეს. შემდეგ "ქუდები დაიხურეს" და იქაურობას უხმაუროდ გასცილდნენ.
ჩვენ დიდი სიამოვნებით ვახმაურებთ ამ ამბავს, რისთვისაც ქუთაისის მე-17 სკოლის დირექტორს, ირინა ჯგერენაიას დავუკავშირდით, რომლმაც ბიჭები გვაპოვნინა.
მანამდე კი, აი, რა გვითხრა:
- ხანძარი ნიკეას ქუჩაზე მდებარე კორპუსში მოხდა. ჩვენი სკოლა ამავე ქუჩაზე, კორპუსიდან სულ რაღაც 40 მეტრშია. როგორც მერე გაირკვა, ამ კორპუსის მე-2 სართულზე 6 წლის ბავშვი მშობლებმა ბებიას დაუტოვეს. ვიდრე ქალი ბინაში საქმიანობდა, ბავშვი სამზარეულოში შევიდა, სანთებელა აიღო და თამაში დაიწყო.
შედეგად ცეცხლი მაგიდის გადასაფარებელს მოედო, აქედან კი მთელ სამზარეულოს.
ვიდრე ხანძარს მეზობლები შენიშნავდნენ, ცეცხლი ჩვენის სკოლიდან გამოჩნდა. ამ დროს სკოლის ეზოში ორი ბავშვი იყო - მე - 10 - კლასელი რობი კაპანაძე და მე-11-კლასელი თემურ რამიშვილი, რომლებიც ცეცხლმოკიდებუული კორპუსისკენ გაიქცნენ, სადაც ქალის ყვირილი გაიგონეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ბიჭები არც კი დაფიქრებულან ისე შევარდნენ ცეცხლში. ერთმა ბავშვი გამოიყვანა სამშვიდობოს, მეორემ კი - ბებია.
რომ არა რობი და თემური, ცეცხლიდან ცოცხალი იქნებ ვერცერთი ვერ გამოსულიყო. ბავშვებმა ბებია და შვილიშვილი სამშვიდობოს რომ გაიყვანეს, მეზობლებმა მერე შეიტყვეს კორპუსში რაც ხდებოდა, სახანძრო კი მაშინ მოვიდა, როცა უკვე ბინაში ყველაფერი დამწვარი იყო.
რობი კაპანაძე:
- ხანძრის დროს სკოლის ეზოში შემთხვევით ვყავით და კიდევ კარგი რომ ვიყავით, რადგან კორპუსის ფანჯრები ყველაზე კარგად სკოლიდან ჩანს. ჩვენზე ადრე ცეცხლს ვერც მეზობლები დაინახავდნენ და არც ხალხი ჩანდა ქუჩაში. ჩვენ რომ კორპუსთან მივირბინეთ ფანჯრიდან გამოვარდნილი ალი უკვე მესამე სართულის ფანჯარას მისწვდა და მინები ჩამოამტვრია.
გავიგონეთ, ქალი როგორ ყვიროდა, მიშველეთო! ვერ გამოდიოდა და რომ არ შევსულიყავით, დაიწვებოდა. კიდევ კარგი, კარს როგორც კი მივაწექით, მაშინვე გაიღო..
- ანუ, თქვენ რომ შეხვედით მთელ ბინაში იყო უკვე ცეცხლი მოდებული, არ შეგეშინდათ?
- სამზარეულო და შესასვლელი მთლიანად იწვოდა, ეგრევე შევვარდით. შიშზე საერთოდ არ მიფიქრია... ბავშვი და ბებია ოთახიდან ვერ გამოდიოდნენ, მარტო ტიროდნენ და ეგ იყო. ისტერიკაში იყო ორივე. მე ბავშვი ავიყვანე, თემომ კი - ბებია. სულ ეგ იყო, საწყლები ისე იყვნენ შეშინებულები, კანკალებდნენ. ეზოსაც კი მოვაშორეთ, რომ ცეცხლისთვის არ ეყურებინათ. ამის მერე მეზობლებიც მოვიდნენ, მაგრამ ცეცხლი უკვე მთელ ბინას ჰონდა მოდებული.
- სახანძრო როდის მოვიდა?
- როცა ყველაფერი დაიწვა და აღარაფერი დარჩა. ვერ ვხვდები ასე რატომ დაიგვიანეს… ხალხი უსახლკაროდ დარჩა.
იხილეთ ასევე: "თურმე მდინარეში ჩემი შვილი იხრჩობოდა" - კაცი, რომელმაც 8 წლის ლუკა ადიდებულ მდინარეს გამოსტაცა
https://www.kvirispalitra.ge/public/43587-q...an-ikhsnes.html
მიმაგრებული სურათი