კოტე კუბლაშვილს სასამართლო სისტემაში აბრუნებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა გამოიტანა მოსამართლეთა სარეზერვო სიის შექმნის საკითხი. მასთან ერთად ამ სიაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, ირაკლი შენგელია მუშაობდა.
სიაში მკითხველი მოსამართლეთა ბევრ ნაცნობ სახელს ნახავს. აქ არიან გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია, "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზაზა მეიშვილი და ა.შ.
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ამ სიას მკაცრად აკრიტიკებს.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...4&id_artc=49372იუსტიციის საბჭო დასაშლელია თავის იუსტიციის მინსიტრიანად. აბა კუბლაშვილი ჯობია?
„გამოვდივართ წინადადებით, რომ მოქმედ იუსტიციის საბჭოს საკანონმდებლო ჩარევით შეუწყდეს უფლებამოსილება და მის ნაცვლად მალევე და სწრაფად სანდო, საბჭო მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებით დაკომპლექტდეს, რათა სწორი მიმართულებით დაიწყოს რეფორმები. დღეს სასამართლოსა და მათი გადაწყვეტილებებისადმი ნდობა ისე სწრაფად მიექანება ქვევით, რომ ეს თუ არ გავაჩერეთ, ქვეყანაში მივიღებთ ანგარიშსწორებების, ქურდული გარჩევების, ქუჩაში ძალადობის საშინელ ტალღას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...sydes.html?ar=A