გორში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე, სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, წინასწარი ინფორმაციით, ქურდები ფანჯრიდან გადავიდნენ და
"ნისიების" რვეული წაიღეს. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.