ჯერ-ჯერობით კუნთებით

ქართველმა მკლავჭიდელებმა, სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 45 ოქრო მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

ნადირაძე ევროპის ჩემპიონია!
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი დღეს, 15:00 საათზე გაიმართა.
გუშინ, პირველ ეტაპზე (C1 ჰითი), ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალში ნადირაძემ 200 მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დასძლია და რუს ივან შტილს 0.024 წამით გაასწრო. მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა.
ქართველმა სპორტსმენმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო წელს ოქროს მედლით ჩაანაცვლა.

ძალისმიერში მართლა რა ძლიერები ვართ
რაგბის შერკინებაში პირველი
ძალოსნობაში ხომ საერთოდ რეკორდები დაამხო ლაშამ
აგერ ტოჩიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სუმოისტია..
კრივში ვიჩაგრებით, ჩაქუჩაც დაგვისტუკეს
This post has been edited by iBoss on 10 Jun 2018, 23:31
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“