https://presa.ge/new/?m=society&AID=66554„დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით, ერთად გავიზარდეთ“, – ამის შესახებ ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ძველებურად უნდა მოხდეს საქართველოსა და რუსეთის დაახლოება.
„სიკეთე ხალხსა და სახელმწიფოს შორის მშვიდობას უწყობს ხელს. ყველამ უნდა იფიქროს ამის შესახებ. აუცილებელია, რომ ყველამ ერთად შევძლოთ, როგორც ეს უწინ იყო. ქართველებს სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, ხოლო რუსებს აქვთ. არ იფიქროთ, რომ პოლიტიკაში გადავდივარ. ვსაუბრობ ადამიანურ ურთიერთობებზე, მეგობრობისა და სიყვარულის საჭიროებაზე.
ჩვენ ყველას გვიხარია, როცა რუსები საქართველოში ჩამოდიან. ჩვენმა სტუმართმოყვარეობამ საზღვრები არ იცის, მათთვის ყველაფერს ვცდილობთ! ჩვენ ვცხოვრობთ მათთვის. როდესაც რუსი სტუმრები ჩამოდიან, უფრო ბედნიერები ვხდებით. ჩვენ მტრობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები რუსეთისაგან თავს შორს იჭერენ და ამბობენ: რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით“.
უფროსი თაობის წარმომადგენლები მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კარგად დავხვდეთ. მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუსეთის მოქალაქეებს.
ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ნამდვილად მინდა, რომ შეიყვაროთ საქართველო. გიწვევთ, რომ მოუსმინოთ ჩემს სიმღერას. კულტურა აერთიანებს. მე ვიცი ეს და ამიტომ ვმღერი“, - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.