„საქართველოს ფოსტა“ EMS-ის მომსახურების ხარისხის კუთხით, მსოფლიო რეიტინგში - მეორე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილს იკავებს2018 წლის პირველი კვარტლის შეფასების მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ EMS-ის მომსახურების ხარისხის კუთხით მსოფლიო რეიტინგში - მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, საფოსტო ოპერატორებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების მიერ დადგენილი სპეციალური საოპერაციო და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად აფასებს.
„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 180 საფოსტო ოპერატორს შორის დაიკავო მეორე ადგილი, ხოლო ევროპაში იყო პირველი. ამისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ფოსტის“ გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. მართალია ეს მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ სულ მცირე შევძლებთ ამ შედეგის შენარჩუნებას, თუ გაუმჯობესებას არა. მსოფლიო საფოსტო კავშირის და პოსტევროპის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით „საქართველოს ფოსტამ“ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“, - აცხადებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 180 საფოსტო ოპერატორს პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. „საქართველოს ფოსტა“ EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...avebs.html?ar=A
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი