http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...d-daisjeba.htmlყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა გააჩნია ხორავას ქუჩის საქმესთან, შესაბამისად დაისჯება, –ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს.
„დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა მიმართულებით, სახელმწიფო, როგორც საგამოძიებო კომისიის მხრივ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.
suma11ეს კიდევ არაფერი
ამ საქმეში მთელი ოცნების ვერხუშკაა გაბმული როგორღაც. თუ როგორ, ეს ჯერ არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება.
და თუ რატომ მგონია რომ ეს ასეა, იხილეთ მდინარაძის და ბესელიას კომენტარები სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით:
ეკა ბესელია - მირზა სუბელიანის დაკავების სამართლებრივი წინაპირობა იყო კონკრეტული ახალი გარემოებები
მამუკა მდინარაძე - როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბოლო სხდომამდე სამი დღით ადრე მისცა გამოძიებას ჩვენება, შემდეგ ამ ჩვენების საფუძველზე დაიკითხნენ სხვა ადამიანებიც და შესაბამისად, ამის შემდეგ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებული იქნა დღეს მირზა სუბელიანი“
მოკლედ რომ ვთქვათ, ქოცების ორივე ფრთა (მამებიც და შვილებიც) ცდილობს სუბელიანის ახლა დაკავება გააპრავოს. ანუ ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს სუბელიანის დაკავების საფუძველი აქამდე არ ჰქონდათ და მხოლოდ ახლა მიეცათ.
მავანმა შეიძლება თქვას ამით ქოცნება სახის გადარჩენას ცდილობსო.
მე კი მგონია, რომ უბრალოდ ჭკუა ვერ/არ ისწავლეს და განაგრძობენ იმავე თამაშს. ანუ არ აღიარებენ, რომ გამოძიების პროცესში სერიოზული გადაცდომები იყო.
ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ შსს-სთვის საქმის გამოსაძიებლად გადაცემა ფარსია და მხოლოდ თვალის ახვევას ისახავს მიზნად. სუბელიანის დაკავება კი ორთქლის გამოსაშვებად გადადგმული ნაბიჯი იყო და არა დაკავება.
მოკლედ, არაფერი შეცვლილა. ოცნება იმავე თამაშს აგრძელებს. სავარაუდოა, რომ სუბელიანი მსუყე ხელშეუხებლობის და მალე გამოშვების პირობით წავიდა საპატიმროში.
ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ოცნებას ეს საქმე არ უნდა შერჩეს. მიშას აჯობეს ###ობებში.