მართალია, როცა აუცილებლობა არ არის, გზა არ უნდა გადაიკეტოს.
თუმცა, აქ არის მეორე მოცემულობაც. კარვების გაშლის უკანონობას და პოლიციის დღევანდელი ქმედებების კანონიერებას შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამთ. პოლიცია იქ უნდა მისულიყო პროტესტის უკანონო ფორმის აღკვეთის მოთხოვნით. მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციამ უკანონო მნოგოხადოვკა ჩაატარა და ისე დაშალა ხალხი კარვებიდან. გასაგებია, რომ ეს ქმედება არ იყო ძალისმიერი იმ მხრივ, რომ ხელკეტები და გაზი არ გამოუყენებიათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციის ქმედება უკანონო იყო.
პოლიცია იმისთვისაა პოლიცია და იმიტომაა რეგულირებული მისი უფლებამოსილებები კანონით, რომ თვითნებური მოქმედების საშუალება არ ჰქონდეს ამხელა ძალაუფლების და შეიარაღების მქონე ძალას. დღეს კი რაც ვნახეთ, სწორედ ეგ იყო - პოლიციის თვითნებობა და კანონიერი უფლებამოსილების გადამეტება.
მე როგორც ვნახე პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მათი ქმედებები იყო არაკანონიერი. პოლიცია არ მისულა იქ და არ განუცხადებია, რომ აქცია უკანონო იყო და არ მიუცია დრო პროტესტანტებისთვის, რომ კარვები გადაეტანათ გზიდან.
პოლიციამ იმოქმედა ასე - დაელოდა დილას, როცა ხალხი ამოძრავდებოდა და კარავში ხალხის რაოდენობა შეთხელდებოდა. შეუგზავნეს გაურკვეველი ტიპები, მთვრალები, შიგნით ცხადია მოხდა შელაპარაკება, თუმცა არაფერი სერიოზული. ამ დროს შევარდა პოლიცია და "სიტუაციის გარკვევის მიზნით" კარავში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მათ დააფიქსირეს, რომ ჭკუა მოეკითხებოდა, მოსთხოვეს განყოფილებაში წაყოლა. პარალელურად, კარვიდან გასულ კუპრავას და მის თანხმლებ პირებს შემოარტყეს ალყა და წაიყვანეს. დაცარიელებული კარვები აიღეს და გადაიტანეს ზემოთ.
რაც მთავარია, ახლა იმ კარვებში პოლიციელები დგანან და პროტესტანტებს არ უშვებენ შიგნით

ჰოდა აბა ახლა როგორი სიტუაცია იკვეთება? პოლიციამ იქ ხალხი დააკავა არა აქციის უკანონობის გამო, არამედ ერთის მხრივ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისთვის (კარავში შელაპარაკების აღსაკვეთად) და მეორეს მხრივ .... აი კუპრავას დაკავებას რა საფუძველი ჰქონდა ეგ აღარ ვიცი.
ცირკია რა. ცირკი!
მე კი ვიცი რატომაც მოიქცა ვირეშმაკულად პოლიცია. ხელისუფლებას ეშინია ხალხის და იმიტომ. იქ რომ პროტესტანტებისთვის გამოეცხადებინათ რომ აქცია უკანონო იყო და დრო მიეცათ გადატანისთვის, ცხადია ეს გაშუქდებოდა ტელევიზიით და დიდი ალბათობით აქციას ხალხი შეუერთდებოდა. სწორედ ამას მოერიდა პოლიცია და ვირეშმაკულად დაშალეს ხალხი, ჩუმად, სანამ მობილიზებას მოასწრებდნენ. თან დილას ხდება ეს ყველაფერი, როცა ყველაზე ნაკლებია ხალხის ორგანიზების ალბათობა.
ეს კი სწორედ იმას ადასტურებს, რომ პოლიციის ქმედება იყო უკანონო და იმ კარვების გადატანაც იყო უკანონო.
ჰოდა სადაც სარალიზის მიერ კარვის გაშლა იყო უკანონო, იქ პოლიციის ქმედებაც უკანონო იყო. ოღონდ ამ ორ უკანონობას შორის რომელი უფრო მსხვილი და საშიშია, თავად განსაჯეთ - კარვის დადგმა რუსთაველის გამზირზე თუ პოლიციის ვირეშმაკული ქმედება და თავგასულობა.
დედა არ ჰყავს ქვეყანაში კანონს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს ცალსახად. მაგრამ რადგან კანონის და კანონიერების შეგრძნება ამ ქვეყანაში ფაქტიურად არც არსებობს, ეჭვი მეპარება რომ ვინმე ისეთი მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც სხვაგვარად მოიქცევა.
პერსპექტივა ზერო.