ეხება როგორც შეყვარებულებს ასევე დაქალებს და ძმაკაცებს

მოკლედ რა მინდა აღვნიშნო, ურთიერთობაში როცა არიან ბიჭი და გოგო სიტყვას ვერ დააცდენ ერთმანეთზე, ძალიან პატივს სცემენ ერთმანეთს, ყველაფერი...
როგორც კი პატარა შეკამათება მოუვათ, ან მით უარესი დაშორდებიან... მაგრამ დაშორებაზე არ ვისაუბრებ, უფრო შეკამათებაზე.კამათობს წყვილი, ან ორი დაქალი შეკამათდა, და ამ დროს ერთმანეთზე საზიზღარ რამეებს ეუბნებიან თუ როგორი ნაკლი აქვთ მაგალითად გარეგნობაზე, ხასიათზე, წარსულზე, ცხოვრებაზე
ხოდა არ მესმის ეგეთი არც დაქალობის არც ძმაკაცობის არც მეგობრობის არც შეყვარებულობის არც ცოლ-ქმრობის არც არანაირი ურთიერთობის. წარმოიდგინეთ სიტუაცია: წყვილი ერთმანეთში ჭიჭკიკებს, უცებ ერთ-ერთმა ჩხუბი ან პატარა შეკამათება დაუწყო მეორეს ან რამე შენიშვნა მისცა ან თუნდაც დაშორდნენ, და ეს მეორე დგას და ეუბნება ათას საზიზღარ ფაქტს მის ცხოვრებაზე, თუ როგორ ვერ იტანს, როგორი ცუდი პიროვნებაა, რა ცუდად ცხოვრობს, და ათას საშინელ დეტალს ეუბნება მასზე. აი რატომ უბრალოდ?

ეგ რანაირი დაქალობაა?

არ მაქვს საუბარი გაბრაზებულზე წამოროშილ რამეზე რომ გული ატკინო ან შური იძიო სიტყვებით, არამედ უშუალო გულწრფელ საუბარზე.
თუ ეგეთი ცუდი ადამიანია, ამდენი ნაკლი აქვს, ეგეთი ტიპია, რატომ ედაქალებით/ეძმაკაცებით/ემეგობრებით/ხართ მისი შეყვარებული? ალბათ თემის შინააარს ჩაწვდით

ხელახლა დავკონკრეტდები, გაბრაზებულზე რომ გული ატკინონ მაგაზე არ მაქვს საუბარი, არამედ გულიდან რაც ამოსდით თუ რას ფიქრობენ ერთმანეთზე, რა აზრის არიან.

აქვე ჩემი ბრძნული გამონათქვამი: წაეჩხუბე შენთვის ძვირფას ადამიანს და გაიგებ რას ფიქრობს იგი შენზე.
This post has been edited by clockticker on 6 Sep 2018, 08:40
არსებობს ბევრი რამ, რაც ყველას უნდა გვიყვარდეს.
მაგრამ არსებობს სულ სხვა რაღაცა, რაც ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს, და ეს არის სიყვარულიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით მდგომი სიძულვილი. :) (c) მე