მოქმედი პირ-ნი:
ქალ-ნი (რამოდენიმე ერთეული)
კაც-ნი (რამოდენიმეზე ოდნავ ცოტა ერთეული)
დაქირავებული ქალნი და კაცნი
უსარგებლო იდიოტები
ნაივური კლეები
მაჭუტაძე
სიტყვით გამოდის ორგანიზატორი - ბრეივიკაშვილი ანდრო:
მოგესალმებით !
ყველა მშობელს უცოცხლოს და უდღეგრძელოს შვილები, რამეთუ ისინი ხომ ცხოვრების ყვავილები არიან ! დაე, ნურცერთი მშობელი ნუ მოასწროს შვილის ფრჩხილის წამოტკივებას ! ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს !!!
ხომ გვინდა რომ თქვენი შვილები სულ კარგად იყვნენ?
დამსწრე საზოგადოება: გვინდა !! გვინდა !!
(ზოგი სველდება, ისმის ჩურჩული-რა კარგი კაცია, მაგას ცოლი არ გეექცა)
გამომსვლელი:
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
რა ვქნათ ხალხო, მივცეთ უფლება, რომ ვინმემ მოშალოს დედა-შვილობის უსათუთესი გრძნობა ?
საზოგ: არა !! არა !!!
გამომსვლ: კარგი , მაშინ , ხვალ შევიკრიბოთ 6 ზე .
This post has been edited by borjgali1964 on 12 Jun 2018, 12:26