მიმდინარე კვირას „რევოლუცია“, რომელსაც ასე მოელოდნენ ქართველი ნეოტროცკისტები, ვერ შედგა. ვერ შედგა, მიუხედავად თინათინ ბოკუჩავას სასოწარკვეთილი ვოიაჟებისა ბრიუსელში, მიუხედავად წინასწარ დაანონსებული „არმაგედონული“ მოლოდინისა და კოშმარული სცენარებისა, რომლებიც მოიცავდა ანტიქართულ ფართო სპექტრს − ფინანსური, საბანკო, სავიზო და ინდივიდუალური სანქციების სახით. ყველასთვის მოულოდნელად, ამ ეტაპზე პრაგმატულმა პოლიტიკამ ბრიუსელშიც კი გაიმარჯვა ტრადიციული ავანტიურისტების − ბალტიისპირეთის შეშლილი სამეულის, საფრანგეთისა და პოლონეთის სუიციდური ხასიათის მცდელობებზე. დიახ, სწორედ სუიციდური ხასიათის, რაც სწორად აღნიშნა ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალზე ავსტრიის წარმომადგენელმა: თქვენ თავად აიძულებთ თბილისს, სხვა გზა არ დაუტოვოთ, თუ არა მოსკოვთან პოზიციების დაახლოება. ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე ქართულმა „ოპოზიციამ“ მორიგი გამანადგურებელი კრახი განიცადა, ხოლო ევრობიუროკრატიამ მორიგი პაუზა ამჯობინა საქართველოს წინააღმდეგ ფაქტობრივად ღია ომის გამოცხადებას. ჩვენ კი მორიგ ჯერზე არანაირი მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, ამიტომ მოკლედ შევეხოთ ისეთი სიტუაციის მოდელირებას, თითქოს დაგეგმილი „არმაგედონი“ შედგა და მის წინაშე: სად ვართ ჩვენ, რას ვუპირისპირებთ და რა შეიძლება განვახორციელოთ.
უპირველესად შესამუშავებელია, და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემუშავებულია კიდეც გაფართოებული ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, რომელიც მყისიერად უნდა ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტის „არმაგედონული“ და ჯერჯერობით გაუხმოვანებელი რეკომენდაციები ადრე თუ გვიან მაინც შესრულდება (სანქციები, ასოცირების შეთანხმების გადახედვა, SWIFT-დან გათიშვა, სავიზო შეზღუდვები და ა.შ.).
ფინანსური სექტორი
1.1. საბანკო გადახდის სისტემები. TROY (თურქეთი), CIPS ს (ჩინეთი), MIR (რუსეთი) სისტემებთან დაკავშირება და თურქეთის გავლით საბანკო ინტეგრაცია. ასევე გადახდის შეტყობინებების გაცვლის ეროვნული პორტალის შექმნა (SWIFT API კარიბჭის ანალოგი).
1.2. საბანკო სტაბილურობა − ნაღდი ფულის ბრუნვისა და ოქროსა და სავალუტო აქტივების საფუძველზე სარეზერვო ბანკის შექმნა. ანგარიშსწორების სავალუტო დივერსიფიკაცია: გადასვლა იუანში, დირჰემში, ლირაში, ტენგეში, ნაწილობრივ რუბლებში (შეზღუდული).
1.3. საქართველოს სტაბილიზაციის ფონდის შექმნა, რომელიც შეივსება ნავთობისა და გაზის ტრანზიტის საფასურით, გადასახადებით და ალტერნატიული ინვესტორებისგან მიღებული შემოსავლებით (იხილეთ ქვემოთ).
საგარეო პოლიტიკა და ახალი ალიანსები
2.1. დიპლომატიური მხარდაჭერის ვექტორების შეცვლა − აქცენტის გადატანა ევროკავშირიდან ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, როგორიც არიან: C5+1, SCO, BRICS და სხვა. სამხედრო-დიპლომატიური კავშირების გაძლიერება თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, საუდის არაბეთთან.
2.2. ნეიტრალური დიპლომატია, პრინციპით: „არანაირი ანტირუსული ვალდებულებები − არანაირი პრორუსული ალიანსები“. საერთაშორისო ფორუმის ინიციატივით გამოსვლა: „საქართველო, როგორც ნეიტრალური სატრანზიტო რესპუბლიკა“.
2.3. წვდომა ლონდონზე, როგორც ახალ „ევროპულ ცენტრზე“. დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ურთიერთობების გაღრმავება, ბრიუსელის ბიუროკრატიის გვერდის ავლით. საქართველოს რეგიონში ბრიტანულ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაცია.
III. ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა
3.1. ანაკლიის მეგაპროექტი და პარალელური ინიციატივები: ალტერნატიული საზღვაო პორტების განვითარება ფოთსა და ყულევში.
3.2. ლოგისტიკა და დერეფნები პრიორიტეტით: „შუა დერეფანი ევროკავშირის გარეშე: ჩინეთი-ყაზახეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი“. აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთობლივი ლოგისტიკური ოპერატორების ცენტრის შექმნა.
3.3. ენერგეტიკა
ენერგორესურსების (ელექტროენერგია, წყლის რესურსები, ტრანზიტი) გაყიდვა აღმოსავლეთიდან პოლიტიკური ლოიალობისა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების სანაცვლოდ.
ვიზებისა და მიგრაციის პოლიტიკა
4.1. უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებაზე რეაგირება − შეთანხმებები თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან და დიდ ბრიტანეთთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური სავიზო რეჟიმების შემოღების შესახებ. ეროვნული პროგრამის „ლეგალური გასვლა, ლეგალური შემოსვლა“-შემუშავება-პირდაპირი შეთანხმებები მასპინძელ ქვეყნებთან.
საზოგადოება, იდეოლოგია და მედია
5.1. ინფორმაციული სუვერენიტეტი − ქართულ კულტურაზე, ტრადიციულ ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული შიდა მედიის გაძლიერება. დასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენივე საინფორმაციო არხებით.
5.2. ეროვნული მობილიზაცია − დამოუკიდებელი განვითარების ეროვნული გეგმის შემუშავება, საზოგადოების, ეკლესიისა და კერძო ბიზნესის მონაწილეობით.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები
მაქსიმუმ 30 დღის ვადაში − გადახდების ნაწილის თურქეთის გავლით გადარიცხვა, მრავალმხრივი (რუბლი-იუანის) სავალუტო გაცვლის შემოღება; ექსპორტის გადამისამართება ირანში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აზერბაიჯანში, ინდოეთში; სასურსათო იმპორტის უვნებლობის უზრუნველყოფა თურქეთთან და რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი კონტრაქტებით; ევროკავშირის პოლიტიკური კურსის არამეგობრული და ცალმხრივი აღიარება − პარალელურად ევროპის მეგობარ ქვეყნებთან პირდაპირი ურთიერთობების გაღრმავება; მრავალპოლარულ პოლიტიკაზე გადასვლა.
საქართველოს შეუძლია ევროპული სანქციების ზემოქმედება რეალური სუვერენიტეტის იმპულსად აქციოს ალტერნატიული ეკონომიკური არქიტექტურის, სუვერენული დიპლომატიისა და მრავალპოლარული თანამშრომლობის შემუშავებით. თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ჩინეთთან, სპარსეთის ყურეს ქვეყნებთან და ლონდონთანაც კი სათანადო კოორდინაციის შემთხვევაში, საქართველოს არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ევროკავშირის კონტროლის მიღმა რეგიონული სატრანზიტო და ფინანსური ცენტრის პოზიციების გაძლიერებაც შეუძლია.
https://geo-first.com/davit-qartvelisvili-q...rXAhuMStR9QeIow