რაც აქტიურად დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა, მას შემდეგ გააქტიურდნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც და ზოგი დადებითად და ზოგი უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის მოსვლას ხელისუფლებაში. მე მაინტერესებს სად და რა ვითარებაში შეძლო რუსმა ოლიგარქმა ამხელა ფულის შეგროვება?"-კითხულობს მამუკა ონაშვილი.ქართულ პოლიტიკაში მორიგი „ქარიშხალი ჭიქაში“ დაიწყო. ასპარეზზე „ფულის ტომრის“ გამოჩენამ(მეორედ), ძველი ფირფიტით და უკვე წლების წინ გაცვეთილი რიტორიკით, ქართველ პოლიტიკურ მარგინალებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წითელი ინტელიგენციის ნარჩენები, პოლიტიკის მწვერვალების დაპყრობაზე უკვე დიდი ხნის წინ ხელჩაქნეული უიღბლოთა დაჯგუფებები, უბრალოდ, ფულის სუნზე დახარბებული ცალკეული პერსონებიც უმალ სიახლოვეს გაჩნდნენ. სცენარიც კვლავ ძველი და გაცვეთილია. რუსეთიდან ჩამოსულ–წარმოგზავნილი ოლიგარქი, რომელიც ფიქრობს, რომ მილიარდებით ყველაფერს იყიდის, დემოკრატიასა და კანონიერებაზე საუბრობს. ეს მით უმეტეს, კურიოზულია იმ ფონზე, რომ ამის პარალელურად, სასწრაფო წესით, ტელევიზიის დაჩმორებაზე სურვილზე აკეთებს განცხადებას. აი ასეთი განცხადება გააკეთა მამუკა ონაშვილმა ამერიკიდან, არ ვიცი ვის რამდენად აინტერესებს ამ ადამიანის ინტერვიუ ამ თემაზე. ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა ის ეთქვა თუ როდის გამოჩნდება ახალ მიუზიკლში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...gadadgomas.html