რაც აქ მოხდა, ის მოხდებოდ მაშინაც:
არა-გაპოლიტიკურებული ტრაგედია38 წლის ახალგაზრდის, ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, პოლიციელთა დაუდევრობა იყოს. საქმე ეხება ერთი წლის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
„კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეო მასალა 2016 წლის 1 აგვისტოს ღამის 4:05 საათზე მომხდარ ინციდენტს ასახავს. საპატრულო ეკიპაჟის ბორტის კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დევნის შემდეგ BMW ბელიაშვილის ქუჩაზე ჩერდება, მძღოლი აღებს კარს, გარბის და მას პატრულის თანამშრომელი იარაღით მიყვება. რამდენიმე წუთში ადგილზე პატრულის 10-მდე ეკიპაჟი იკრიბება. საქმის აღძვრის შემდეგ ოჯახის ადვოკატებმა პატრულების დაკითხვა მოინდომეს, ოფიციალურ პასუხად კი მიიღეს, რომ ეკიპაჟი დევნას არ ახორციელდება. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მრავალი დარღვევის გარდა, კანონი პატრულმა დაარღვია, როდესაც კადრებით უკვე დადასტურებული დევნის შემდეგ, პირის ძებნა აღარ გააგრძელა. „კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეო მასალა პოლიციის მხრიდან ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილის ადევნებასაც ასახავს. იურისტები ვარაუდობენ, რომ აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიმავალ ზურა ხუციშვილ-ელიბაშვილს ამ ადევნებამდე, სავარაუდოდ, კონფლიქტი სხვა პოლიციელებთან მოუხდა. ვიდეო კამერები, რომელიც სადავო ტერიტორიაზეა დამონტაჟებული, საქმეში არ დევს, რადგან გამოძიებამ მათი ამოღება მაშინ მოითხოვა, როდესაც ფირები პროგრამულად უკვე წაშლილი იყო. გარდაცვლილი ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილის ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ამ დრომდე 38 წლის მამაკაცის სიკვდილის ფაქტზე არავინ დასჯილა.
https://www.youtube.com/watch?v=YaAYDWQl_XYhttp://www.primetime.ge/news/1509124509-%E...%83%9A%E1%83%982016 წლის 1 აგვისტოს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 37 ზურაბ ელიბაშვილი-ხუციშვილის დედა, მანანა ელიბაშვილი შვილის მკვლელობაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადანაშაულებს. როგორც გადაცემაში "ცენზურის გარეშე" აცხადებს, ის გამოძიების შედეგებით უკმაყოფილოა. როგორც ელიბაშვილი აცხადებს, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელის ვინაობა დაიმალოს.
"რაც უფრო კარგად დაფარავენ ამ დანაშაულის კვალს, მათთვის უფრო უკეთესია. ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ ამ საქმეში საკმაოდ მაღალი პიროვნება, რომ იყო გარეული, რომელსაც ყველა მასალაზე ხელი მიუწვდებოდა და შეეძლო ყველაფერი დაემალა" , - აცხადებს მანანა ელიბაშვილი.
მისივე თქმით, მის შვილს სიცოცხლეში ჰქონდა მიღებული დაზიანებები, რომელიც სიკვდილს არაფერით არ გამოიწვევდა. ადეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ნარკოტიკების ჩადების გამო მოხდა.
„მას აქვს სიცოცხლეში მიღებული დაზიანებები, რომელიც სიკვდილს არაფრით არ გამოიწვევდა. როგორ შეიძლებოდა მდორე მტკვარში დამხრჩვალიყო, როდესაც ცურავდა,“ - ამბობს ზურაბ ხუციშვილის დედა მანანა ელიბაშვილი.
ხო, ოჯახმა მიზანმიმართულად არ დაიყენა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები გვერდზე.
რაც აქციები ატარეს, მაქსიმუმ 15-20 კაცი იყო, ნაცნობ მეგობრები და ოჯახის წევრები.