პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ფემინისტმა თავი მოიკლა - "ტანსაცმლის კარადაში იპოვეს, გვერდზე წერილით"
19:10 / 25-07-2018
უკრაინული მოძრაობა Femen-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტივისტი ოქსანა შაჩკო პარიზში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. მანამდე შაჩკომ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, თუმცა მაშინ მეგობრებმა მიუსწრეს და გადაარჩინეს. მის ცხედართან ერთად ბინაში ინგლისურად დაწერილი ბარათიც იპოვეს, წარწერით - you are all fake (ყველანი "ფეიკები" ხართ).
ეს სიტყვები შაჩკომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მისივე მეგობრების თქმით, გოგონას ფსიქოლგიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში თავის მოკვლა ორჯერ სცადა .
"რამდენადაც ვიცი, ძალიან აწუხებდა ის, რომ მსოფლიოში ყველაფერი ცუდადაა" - განუცხადა რადიო თავისუფლებას Femen-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა გუცოლმა.
მოძრაობა Femen-ი 2008 წელს დაარსდა და უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თავისი აქცია-პერფორმანსებით ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა. ასევე, ისინი ცდილობდნენ ქალების დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისგან და ძალიან ხმამაღალი გამოსვლებიც ჰქონდათ. თავად შაჩკო უკრაიანელ სამართალდამდაცავებს არაერთხელ დაუკავებიათ.
"თუმცა როგორც ირკვევა, ის იმედგაცრუებულიც იყო და გარკვეულწილად ხელიც ჰქონდა ჩაქნეული, რადგან გარშემო ბევრი ყალბი ადამიანი ჰყავდა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პრინციპებისთვის იბრძოდნენ დ არა - საერთო საქმისთვის", - წერენ მისი პარიზელი მეგობრები.
1987 წელს ხმელნივკში დაბადებული აქტივისტი საფრანგეთში საცხოვრებელად 2013 წელს გადავიდა და ქალთა უფლებების დასაცავად აქტიურ მუშაობას იქ განაგრძობდა. გარკვეული მიზეზების გამო მან ორგანიზაცია Femen-ი, რომლის დამფუძვნებელი მასთან ერთად მისი მეგობარი ანა გუცოლი და ალექსანდრე შევჩენკო არიან, უკრაინიდან წასვლის შემდეგ დატოვა და ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობდა.
ორგანიზაციის თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომლის რეჟიმი ავტორიტარიზმისა და რასიზმის გაღვივებას ემსახურებოდა.
შაჩკოს მეგობრის ანა გუცოლის თქმით, ბოლოს მან ოქსანა ერთ-ერთ წვეულებაზე ნახა, საიდანაც შინ სხვა მეგობრებთან ერთად წავიდა... მას შემდეგ სამი დღე ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოდიოდა. სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ მის ბინაში და კარი შეამტვრიეს, სადაც 31 წლის გოგონა, ტანსაცმლის კარადაში ჩამომხვრჩალი იპოვეს, გვერდზე წერილით...
ერთ-ერთი ვერსიით, ის ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა, რომელსაც ალკოჰოლით ებრძოდა და რომელზეც შემდეგ დამოკიდებული გახდა. ასევე ჰქონდა ნარკოდამოკიდებულების პერიოდი, თუმცა მისი მეგობრების თქმით, ესეც გადალახა... კიდევ ერთი ვერსიით, მას პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა, რომელსაც ვერ გაუძლო...
უკრაინული მედიის თქმით, ოქსანა შაჩკოს შესახებ საუბარს თავს არიდებენ მისი ოჯახის წევრები. საქმე ის არის, რომ გოგონას მათთან ურთიერთობაშიც პრობლემები ჰქონდა. ერთადერთი, ვინც ის ისეთი მიიღო, როგორიც იყო დედა იყო. მათ ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და თითქმის არასდროს კამათობდნენ. დედა ყოველთვის ამხნევებდა მას.
"თვის დასაწყისში მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცხოვრების ხალისი არ ჰქონდა, რაზეც დედამ თბილი კომენტარი დაუტოვა, თუმცა გოგონას მისთვის არ უპასუხნია... შესაძლოა, ბოლო დროს იქ დედასთან არ იხსნებოდა, რადგან მან არ იცოდა შვილის დეპრესიული მდგომარეობის შესახებ. ის ბოლო დღეებში ძალიან ბევრს და უცნაურად ხატავდა და ძირითიდად, ფრანგ ხელოვან მეგობრებთან ურთიერთობდა... ყოველთვის ცდილობდა ორიგინალური ყოფილიყო, რაც ბევრს არ მოსწონდა, ამიტომაც მის სიკვდილს სრულიად არადააკვეტური პოსტებიც მოჰყვა. მაგალითად თქვენს, რომ აქამდეც უნდა მოეკლა თავი... ეს იმიტომ, რომ ხატავდა თავისებურად, თუნდაც ანგელოზები იარაღით, ღვთისმშობელი ფარაჯით... ასევე ბევრი ამბობს, რომ ბოჰემური ცხოვრება ჰქონდა. ოქსანა ხშირად ბინის ქირასაც ვერ იხდიდა და ტანსაცმელში პრაქტიკულად, ფულს არ ხარჯავდა, ძველი და დახეული ჯინსით დადიოდა... ის მარტოსული იყო" - ამბობს მისი მეგობარი комсомольская правда-ს უკრაინულ გამოცემასთან საუბარში.
ფოტოზე: ოქსანა შაჩკოს ნახატი
https://www.ambebi.ge/article/226112-postsa...verdze-cerilit/არადა რა კაი ქალი იყო
* * *
ლევონ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3