ერთ მშვენიერ დღეს ჩირჩილად ქცეულმა მატლმა გადაწყვიტა პატარა მეგობრის შეძენა. უდღეურს ნაფტალინისგან დაბინდული გონებით მიუწერია ბავშვისთვის, რომელიც მასზე პატარა ყოფილა. გადიოდა დრო, ბავშვიც ისეთი პატარა იყო, არ იზრდებოდა. 1000-მა დღემ ჩაიარა და ბავშვი მუდამ ბავშვად რჩებოდა.
ჩირჩილმა იფიქრა, ამის გამო ხომ შეიძლება ვინმემ ფრთები მომაწყვიტოს და ისევ მატლი გავხდე, დამადოს მოწყვეტილი ფრთის ადგილას ნაღდი რუსული ნაფტალინი, მერე რაღა ვქნაო. არც აცია არც აცხელა, ამ ფიქრებით შეპყრობილი შევიდა კარატეზე (კარატეეეეეეეეე).
მომზადებული, დავაჟკაცებული ჩირჩილი, როცა მიხვდა უკვე მზად იყო დარტყმის მოსაგერიებლად, გამოფრინდა პლატოდან და დახტა ფორუმზე. ვაი, საოცრებავ, საწყალ ჩირჩილს ნაფტალინის ნაცვლად დიხლაფოსი რომ დახვდენია მისულს.
არ ვიცი, ეს ჩირჩილი იმ პატარა ბავშვის გამოგონილია, უქრინჯესობა, არასრულფასოვნება, მაგრამ მორალი ერთია. როცა ნაფტალინისთვის ხარ მზად, დიხლაფოსის გეშინოდესო.