„მზიურში“ გიგის ჯიხური გაქურდეს: " წვენსაწური აპარატი მოუპარავთ, მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა"
11:55 06-13-201820699
image:
http://primetime.ge/uploads/news/06-2018/7...ecfbf_thumb.jpg15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინჩო ჯიბლაძე ავრცელებს:
„ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?
გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის), ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ; ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ-მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს-ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო-მიდის და ქურდავს.
გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან.“ - წერს ჯიბლაძე.
Read more at
http://primetime.ge/news/1528876508-%E1%83...Q4B7W88Hdbuy.99 ქურდობა საქართველოში გასაკვირი არ არის,მაგრამ თუ სწორად მახსოვს ამ ბავშს პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ და კალაძემ გაუხსა ეს ჯიხური არა?
განა რა უნდა ღირებულიყო ის წვენების საწური და რამდენი უნდა ჰქონოდა დამნაზოგი? ტრაკში ვართ პატივცემულებო.
This post has been edited by lasha1997 on 14 Jun 2018, 03:00