ბანკებმა 218.3 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს - აპრილის მონაცემები
13-06-2018
მიმდინარე წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 218 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 53 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 164 მილიონ 600 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 30 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 30 მილიონ 600 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში 7 მილიონ 100 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 5 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.
https://palitranews.ge/video/bankebma-218-3...lis-monatsemebiაქედან 102 მილიონი საქართველოს ბანკია
58 თიბისი
37 ქართუ
9 ვითიბი და ასე შემდეგ..
სანამ ყველა ბანკს არ მიეხედაბა, რომლიც ყველა ბიზნესის ჩაყლაპვაზეა ჩასაფრებული, გვექნება ფარჩაკი ეკონომიკა და ქვეყანა.
ეს კი იანვრის მონაცემები:
საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად იზრდება. ერთ თვეში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობამ 4,6 ათასით მოიმატა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
თუ 2018 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 234 958 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 239 831-ია. შედეგად, გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,4% გადახდისუუნაროა (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,718,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.).
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“