მე მაქვს ზუსტად ეგ მოდელი მაგ პროცესორზე. რაც მოვახერხე ყველაფერი გავაძლიერე. რამი მაქ 8 1600-ზე. სსდ და ბატარეა დავუთრიე ეგრევა და რამი გავუზარდე. უამრავ ახალ ლეპტოპს მირჩევნია, თან თუ ამის ფასს გავითვალისწინებთ, მათსშორის გაძლიერების.
მიყენია Mac OS 10.11. ერთი ქსელის კარტის შეცვლა მომიწია Mac-ი რომ დამეყენებინა. არ ვიცი ძირითადად რაში უნდა გამოიყენო ეგ ლაპტოპი, მაგრამ ფინანსებიც რომ მქონდეს დიდად შეცვლაზე არ ვიფიქრებდი. photoshop, illustator-ზე ვხმარობ მე ძირითადად და ინტერნეტში საბოდიალოდ. ბატარეა 3 საათი სულ ცოტა ძლებს. არანაირი დისკომფორტი არ მაქვს არც მუშაობის მხრივ და ოპერაციული სისტემისმხრივ ხო საერთოდ.
პროსტა მე არანაირ თამაშს არ ვთამაშობ ლეპტოპზე.
photoshop-ზე და illustrator-ზე GPU Boost-იც მაქვს.
5-6 წამში იტვირთება adobe-ს პროგრამები. 1.5gb ვიდეო რამს მიჩვენებს, intel graphics 4000-ია.
ერთადერთი რაც არის შედარებით გვიან ირთვება Mac-ი ვიდრე windows-ი. თუმცა რომ ჩაიტვირთება შეუფერხებლად მუშაობს.
შენ თუ იმენა თამაშებისთვის გინდა intel graphics 4000-ი დიდი ვერაფერია.
რავი დალშე მძიმეა თვითონ ლეპტოპი მაგრამ მე დიზაინიც მომწონს ამისი და გამძლეც ნამდვილად არის.
თუ გაძლიერებას გადაწყვეტ პირველრიგში სსდ ჩაუყენე და იმეზეც დაფიქრდი Mac-ი ხომ არ დაგეყენებინა.
მე ისე მოვერგე ამ ლეპტოპს შეცვლას ჯერჯერობით არ ვფიქრობ, თუმცა მთავარი სამუშაო კომპი ეს არაა და ინტენსიურად მე მაინც არ ვხმარობ.
რავი, მოკლედ, მე გირჩევდი გაძლიერებას თუ ვიზუალი მოგწონს და გინდა რომ დაიტოვო.
