მამუკა ბახტაძემ ზეწოლის შედეგად შეწირა 20 000 ლარი “ნაციონალურ მოძრაობას“-არჩილ თალაკვაძე
როგორც გაირკვა პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა მამუკა ბახტაძე, “აი, ფაქტის” ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20,000 ლარი შეწირა.
ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განცხადება გააკეთა:
“რამდენადაც ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ ამომწურავი განმარტება გააკეთა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ დაფინანსებას კერძო სექტორზე, კერძო კომპანიებზე ზეწოლით აგროვებდა. ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები პირადად საქმის კურსში არც კი იყვნენ და ხდებოდა კომპანიებისგან თანხების მიმართვა იმგვარად, რომ ადამიანის გადაწყვეტილება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
http://www.paqtebi.ge/?p=8982პს: ეგ ბახტაძე ესე მარტივად თუ რიცხავს ფულებს აქეთ იქეთ ვიღაცის თვალების დაბრიალებაზე და აკეთებს ყველაფერს
მაშინ კარგად გვქონია საქმე და მაგარი პრემიერ მინისტრი გვყოლია
This post has been edited by Adam_Beyer on 15 Jun 2018, 23:05
მიმაგრებული სურათი