გაზეთ „ქრონიკა +"-ს სამშენებლო და სარემონტო კომპანია „გორგიას" მფლობელის გია გორგოშაძის გარემოცვამ კურიოზული ისტორია უამბო. სტატიის ავტორი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს:
„ატენის ხეობაში რომელიღაც მზარეულმა ნათელმხილველმა უთხრა გია გორგოშაძეს, რომ ერთი მთის ქვეშ თამარ მეფის საფლავია და იქ ასევე ბევრი ოქრო და წიაღისეული ინახებაო. გია გორგოშაძემაც დაიწყო ამ მთის გათხრები, ჩადგა იქ ვაგონი და იქირავა ადგილობრივი მუშები. მიადგა მთას გასათხრელად. „ქრონიკა+"-ის წყარო არ აკონკრეტებს, რამდენი კილომეტრი გათხარა გორგოშაძემ, მაგრამ აქაც არ უღალატა ჩვეულებას - ორი თვის სახელფასო დავალიანება მუშებს არ გადაუხადა. ამის შემდეგ საფლავის ძიებაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქციები გამართეს. გადაიხადა თუ არა გორგოშაძემ დავალიანება, ამას „ქრონიკა+"-ის წყარო არ აკონკრეტებს", - წერს სტატიის ავტორი.
http://reportiori.ge/old/?menuid=4&id=393194 წლის ინფოა მაგრამ რომ არ გამეხსნა არ შემეძლო
არ ვიცი ეს ამბავი მართალია თუ არაა და თუ მართალია მართლა გაუმაძღარი ღორი ყოფილა ეს გორგოშაძე
ეს ტიპი მილიარდელია 15 მილიონს იხდიდა რომ არ დაეჭირათ შავი ბუღალტერიის გამო
ყოფილი ცოლი ლამის დააჭერინა პოლიციას განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი რომ არ მიეცა
ასევე ჩალიჩობდა რომ ფინანსთა მინისტრის პოსტი დაეკავა და ბიუჯეტის ფულები ეჭამა ამ მართლა ღორს
ვიღაც ნათელმხილველმა უთხრაა ამ გორგოშაძეს რომ ერთი მთის ქვეშ თამარ მეფის საფლავია და ეს მიადგა და თხრიდა იმის იმედით რომ ოქროებს იპოვიდა