G-გგუფი აშკარად სიკვდილის ჯგუფი
ბრაზილია
პორტუგალია
კოტდიუარი
კორეის დემოკრატიული რესპუბლიკაკორეელები სენსაციას გვპირდებიან
რომელი გრანდი იქნება კორეელთა მსხვერპლი???

კიმ ჩენ ირი - ფეხბურთის მწვრთნელი
ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების გასვლა ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ირის დამსახურებაა. მან გუნდს მისცა მთელი რიგი ძვირფასი რეკომენდაცია თამაშის ტაქტიკასთან დაკავშირებით.
გამოცემა "ჩოსონ სინბოს" მოაქვს, კერძოდ, კორეის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის კიმ ჩჟონ სუს სიტყვები, რომ კიმ ჩენ ირი პირადად ხელმძღვანელობდა სათამაშო პროცესს შარშან აპრილში.
"დიდმა მხედარმთავარმა მოგვცა ზუსტი მითითებანი კორეული ფეხბურთის განვითარების გზაზე, - ამბობს ფეხბურთის თავკაცი, - მან შემოგვთავაზა თამაშის ტაქტიკა, რაც ოპტიმალურად მიესადაგება კორეელთა ფიზიოლოგიურ თავისებურებებს".
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კიმ ჩჟონ სუნმა თავისი გუნდის წარმატება ახსნა "განსაკუთრებული ძალით" და შეკავშირებით. "ალბათ მსოფლიოში არ იქნება მეორე გუნდი, რომლის მოთამაშეები იბრძოლებდნენ ასე თავგანწირულად, რათა გაეხარებინათ ლიდერი გამარჯვების ცნობით და ესახელებინათ თავიანთი ქვეყანა, - თქვა მთავარმა მწვრთნელმა.
აქამდე მსოფლიო ჩემპიონატში კორეის ნაკრები მონაწილეობდა მხოლოდ ერთხელ - 1966 წელს. მაშინ ჩრდილოკორეულმა გუნდმა სენსაცია მოახდინა - გავიდა მეოთხედფინალში. * * *