ადამიანი ყველა არასრულყოფილია, ყველა უშვებს შეცდომებს, ყველას შეიძლება ხელი წაუცდეს.... და ა.შ.
აქ მგონი უფრო იმაზეა საუბარი, შედარებით რომელია უკეთესი.
და ბრიტანელი უზენაესის მოსამართლე და მისი სასტავი რომ შედარებით (გაცილებით) უკეთესი იქნება ვიდრე ნებისმიერი ყაზახი მოსამართლე, ამას მგონი არ სჭირდება დავა.
გასაგებია რომ დასავლელებშიც არიან კორუფციონერები. მაგრამ შეადარე, რომელი ქვეყნის მთავრობაა უფრო თავისი ხალხისკენ, დასავლეთის თუ სხვა (რუსეთი ავიღოთ, მაგალითად) და დასკვნები ისე გააკეთე.
თვარა ადექი და შენ გახდი სუპერპუპერ მოსამართლე

ბრიტანელი მოსამართლეები არ მოსწონს კაცს თურმე

დასავლეთის ღმერთობას რაც ეხება, ბოლო რამდენიმე ათწლეულში (თუარა ასწლეულში) მხოლოდ დასავლეთ ევროპამ და ამერიკამ შეძლეს სახელმწიფოებრიობის სტაბილური და სამართლიანი ტრადიციების დამკვიდრება. იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს ამ სამყაროში, ეს არის საუკეთესო შედეგი. და თუ სწორებას არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე აიღებ, ამაში ცუდი რა არის? პირიქით, კარგია.
ინდივიდს ეღმერთება თუ არა დასავლეთი, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გარემოებები შეაფასე და შენ თავად გადაწყვიტე, დასავლეთია კარგი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი.
ან რა არის ცუდი იმაში, რომ გააღმერთო სხვისი მიღწევები მაშინ, როცა შენთან უღმერთო უსამართლობა და უკანონობა სუფევს ისევ, 21-ე საუკუნეში?
This post has been edited by Rcs on 15 Jun 2018, 01:03