6iani
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 231875
რეგისტრ.: 11-May 17
|
#52944961 · 20 Jun 2018, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანემედროვე ინდუსტრიის უარყოფა თანამედროვე ინდუსტრიის პირობებში “არ შემიძლია გამოსავლის პოვნა” - სულ ესაა, რისი თქმაც შეუძლია დღევანდელ ადამიანს. თანამედროვე ცხოვრების სტილმა ადამიანები დააავადმყოფა, მიაჩვია ობმოდებულ მშვიდობასა და მშიშრულ დათმობებს. ტოლერანტობა, რომელსაც გულმოწყალეები იჩენენ ყველაფრის მიმართ ფრიდრხ ნიცშე -ანტიქრსიტიანი
ჯერ კიდევ ნიცშე თავის სასოწარკვეთილებით აღსავსე ნაშრომში "ანტიქრისტიანი" მთელი არსებით ამტკიცებდა თეზიის, რომლის მიხედვით ტექნოლოგიათა ეპოქა, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა იქნებოდა გადამწყვეტი პირობა მისი საბოლოოდ განადგურების და ის სვამდა და ადარებდა თანამედროვე ადამიანისა და რენესანსის ადამიანის სოცილაურ გარემოს და თვით ეკლესიის მარაზმის სრულ ბოჰემაში არსებული სოციალური სისტემა გაცილებით უკეთესად სცნო გერმანელმა გენიოსმა ვიდრემ მისი თანამედროვე და განსაკუთრებით მომავალის და ეს სრული სიმართლეა. თეზისი, რომლის განვავითარებ ძალინ მარტივია და კონკრეტულ შედეგებს მოიცავს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ბატონობს. დღევანდელი სოციალური სისტემა არის ე.წ დემოკრატია, რომელშიც გაბატონებულია ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის ფუჭი და მონური და რაც მთვარია ადამიანის ბუნების გაუზრებლად სრულიად მასთან შეუსაბამო პირობების რეალობაში პროექცირება. მაგალითისთვის დღევანდელი ადამიანი მორალურად და რწმენით ეფუძნება ქრისტიანობის პრინციპებს და ეს ასეც უნდა იყოს! მაგრამ სად არის აქ ფაქტობრივი მხარე?! ფაქტობრივი თვალსაზრისით ისტორიულად და განსაკუთრებით დღევანდელობაში რენესანსულის გარდა, (რომელიც ალაბთ უფრო იტალიის კულტურასთან ასოცირდება, სადაც გენიოსებს ძლიერი დამფინასებლები და გეოგრაფიული ერთიანობა ხვდად წილად) ქრისტიანობა ყველა ეპოქის მიერ ინა უარყოფილი და მისი ძირითადი პრინციპები, რომელიც "ძველი აღთქმის ღმერთისა" და მისი მცნებების წინააღდეგ წასვლა და იდუმალის მარადიული ძიებაა და რაც მთვარია არა მხოლოდ ფილოსფიურად და აზრის დონეზე არამედ მატერიალურად მთელი თავისი განვითარებით არ არსებულა არც-ერთ ისტორიულ ეპოქაში. ჯანსაღი სოციალური სისტემა, სადაც გააზრებული იქნებოდა ადამნათა კლასები სწორად და სადაც განვითარებულ ადამიანს მიეცემოდა საშუალება საკუთარითავი გამოევლინა და კაცობრიობა ახალ გეზზე წაეყვანა არ ყოფილა. რადგანც რენესანსული იტალიის ეპოქა გამოვყავით, რომელთა წარმომადგენლები დღეს მეცნიერებისთვის აბსოლიტურ გამოცანას წარმოადგენენ, რამეთუ საეჭვოდ მიმაჩნია ამერიკული დემოკრატია და მისი ფასადური ორგანიზაციები "ნასა" და "ჰოლივუდი" ოდესმე იქცეს ლეონარდო და ვინჩის გონების იდუმალების გასაღებად, ავღნიშნოთ კიდეც რამ გამოიწვია ერთ საუკუნეში დაახლოებით ერთ ტერიტორიაზე წარმოშობილიყო ეს მითოლოგიური ტიტანები. ჩვენ აქ შესაძლებელია მივაგნოთ სწორედ იმ ელემენტს, რასაც არავინ არ იაზრებს, მაგრამ გაუცნობიერებლად მან ჩვენ მოგვცა შედარებით უკეთესი კლიმატი ადამიანური გონების ამაღლებისა. ეს არის მიკროსახელმწიფოს მოდელი, სადაც ეკონომიკა რესურსების ფრთხილად და სწორად გამოყენების საფუძველზე ქმნის სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურს და აქცენტს ადამიანის გონებაზე აკეთებს, რომლის შიდა სასუფეველი სწორედ იმ პარალელურ კარიბჭეებს ხსნის, რომელსაც დღეს ასე ეძებენ ჩვენი თანამედროვე მეცნიერები და ვერსად უპოვიათ, როდესაც დროში მოგზაურობა და დროის პრობლემატიკის გადაწყვეტა ადამიანის გენში, მის გონში ინახება, რომელსაც ასე ბრიყვულად, უდიერად და ულმობლად ექცევიან. ეს მიკროსახელმწიფოს მოდელია. მე რა თქმა უნდა ამ წერილში განძრახ არ განვავრცობ ამ თეორიას, რომელიც ბიბლიური ქანაანის შექმნას ბაბილონის გოდოლის საფუძველზე ცდილობს, სადაც მთვარი ადამიანის "გონი" გახლავთ და ყველაფერი დანარჩენი მისი განვითარების მიზეზით კითდება, მაგრამ ამ პოლიტიკურ თეორიას აღვნიშნავ ეპოქაში, სადაც ყველაფერი კეთდება რომ ადამიანის ყოველისშემძლე გონი დაეცეს სხვადასხვა მოჩვენებითი სისტემებით და გადმოგდებული სათამაშოებით, რითაც ბრბოს ართობენ და ადამიანის ელაპრაკებიან ქრისტეს სასწაულებზე, რომლის განხორცილებასაც ადამიანი მისი საწინააღდეგო რეფორმაციით და ეკლესიური დოქტრინებით უკრძალავენ. რაოდენ პარადოქსალურია ისეთი მოდგმის არსებას, როგორიც ადამიანია ერთნაირი საწყისები ქონდეთ ამდენი საუკუნეების განმავლობაში. ეს არის სრული დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ადამიანი არ ვითარდება! ჩვენ უნდა გამოვყოთ მეცნიერება ცალკე, მედიცინა ცალკე, ხოლო აზროვნებისთვის ანუ "გონისთვის საჭირო" დარგები როგორებიცაა ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ხელოვნება სრულიად ცალკე და წინა ორი მასთან აქტიურ, მაგრამ სწორ და ირიბ კავშირში ვამყოფოთ, რათა არ მოხდეს განვითარებული მოკვდავის ფსიქიკის დაზიანება იმ ზღვრამდე რომ მან ვერ გამოავლინოს საკუთარი თავი. ყველაზე ახლო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში მოიპოვება და ეს გალაკტიონია. მას სოცილაურმა გარემომ ისეთი ყოფა შეუქმნა, რომ ღვინისა და გამაყუჩებელის გარეშე ის ვეღარ ძლებდა. ეს არის კაცი, რომლის მხრებზე რეალობის ცვლილება იყო და რა თქმა უნდა თქვენ ჯერ კიდევ არ იცით და ვერ აცნობიერებთ, რომ მისი სიკვდილით მხოლოდ პოეტი არ დაკარგულა! ყველაზე დიდი უვიცობა დემოკრატიასა და მის გაანალიზეაში მდგომარეობს. თქვენ მეტყვით, რომ მანქანამ კაცობრიობა უზომოდ წინ წაწია და უამრავი პრობლემა გადაუწყვიტა კაცობრიობას!. მე გეტყვით, რომ ისე არაფერს დაუხევია ის უკან როგორც მანქანას! საქმე "გონებაშია". მთვარია გონების სიჩქარე, რომ მან დასძლიოს ბუნება და მოახდინოს ადაპტირება და მისი მტერი, რომელიც ბუნებაა თავის თავში ავლენს ყველაზე დიდ უპირატესობას "კრისტალურ გონზე" და ეს არის "რკინა" და "გამონაბოლქვი" ანუ ქიმიური მომწამველი აირები და ისედაც დედამიწასთან შეუგუებელ არადაპტირებულ გონს ყოველდღიურად უწევს იცხოვროს გარემოში, სადაც მისი მტრის ყველაზე მძაფრი ორი იარაღი უბრალოდ "სოციალურად დაკანონებულია". ამით ვის უდგება წყალი. რა თქმა უნდა იმათ ვისაც ოდნავ მაინც შერჩა სინდისი, როგორც ივანე კარამაზოვს სატანა ეუბნება. რა თქმა უნდა ამას საკუთარ თავზე უფრორე ის ხახლი განიცდიან ვინც აზროვნებას ანვითარებენ და ამ განვითარების სტადიებში მეტაფიზკს პრობლემებსა და კრახს აჩენს, სწორედ ფიზიკური კანონების ასეთი მძაფრი ამოქედება სოცილაურ სისტემაში. ხალხო ეს მართლაც როგორც ჰესიოდე იტყოდა "რკინის საუკუნეა" და წარსულს ჩაბარდა ის დრო როდესაც ვინმე ბელანაფორტი პეგასით კვეთდა ჰაერს, სამგეიროდ ახლა რკინის მანქანაა და ნავთობკომპანიები, რომლის ტრანზიტი გლობალურ ბიზნესს იწვევს და ორიოდე უვიც თინეიჯერს გასართობის მეტ საშუალებას და ბიზნეს-მონოპოლებს მტკიცე და რაც მთვარია უზარმაზარ კაპიტალს უგროვებს, რომელთა გონება ნამდვილად ვერაფერს ვერ განავითარებს! მე კი გეუბნებით ერთ აბსტრაქტულ თეზიის, რომლის არსი დაახოებით ამაშია და ეს იქნებ ფანასტიკადაც კი სცნონ დღევანდელმა რეალობაში ასე გარკვეულმა საზოგადოებამ! როდესმე თუ ჩვენ ისეთ სოციალურ სისტემას მოვაწყობთ, სადაც აქცენტი გონების დაკნინებაზე ანუ მის "ცრუ განვითარებაზე" და სულისწამბილწველი "თავისუფლებისმოყვარე" ამერიკის აშენებაზე არ იქნება და ჩვენ შევმნით სოცილაურ პირობებს. სადაც ფრაზა "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქენ" თავის ავთენტურ მნიშვნელობას შეიძენს, მაშინ ჩვენ გავფრინდებით დედამიწის ერთი ადგლიდან მეორეში და უფრო შორსაც რამოდენიმე წამში და ნავთობპროდუქტები წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ეს ხომ არარეალურია მეტყვით თქვენ. მაშინ ავაშენოთ ლიბერალიზმისა და დემოკრატიის "უნიკალაური" სისტემა და მასში მოვკვდეთ. უმთვარესი მაინც ის არის რომ ამ სოციალურ სისტემაში ყველა იდიოტს აქვს უფლება რაც უნდა ის აკეთოს და ეს კარგია?! "პლატონის სახელმწიფოდან"მოყოლებული ადოლფ ჰიტლერამდე მსოფლიო პოლიტიკაში შედეგი მხოლოდ გააზრებულმა ტირანიამ მოიტანა და ამას აქ აღარ განვაგრძობ, რადგან ეს რთული საკითხია და შორს წაგვიყვანს. დღევანდელ რელობაში ყველას ყველაფრის უფლება აქვს და შესაბამისად ყველას აქვს უფლება მოკლას მთვარი თავში და სხვაშიც და რაც მთვარია მათ ეს სისტემა მიზანმიმართულად უკრძალავს ცნობიერების არა თუ განვითარებას მის საწყისებზე წვდომსაც კი. დღევანდელი საუკუნე მართლაც ემსგავსება ზარატუსტრაში დაანონსებულ "უკანასკნელი ადამიანის" ეპოქას, სადაც აღარ არსებობს მროკავი ვარსკვლავი და ადამიანი პირუტყვივით ხტის ზედაპირული იდეალების ფონზე. დღეს ამ საუკუნეში იბეჭდება უამრავი ლიტერატურა. როგორც გალაკტიონი იტყოდა ბეჭდავენ ყველა ნაჯღაბნს. ამის ფონზე ბესტცელაერი და პოპულარული ხდება სრულიად არაფრისმომცემი ნაწარმოებები, სადაც "თავისუფლებისმოყვარე ამერიკის" მიერ შემოგდებული თემები ერთობ ორიგინალურად ინვრობა სხვადახვა " მოდერნისტულ" მანერაში. ეს თემებია : ჰომოსექსუალები, ფემინიზმი, რასიზმი, იდენტობა, ადამიანის უფლებები, ლიბერალური სამყარო, თანასწორობა, სოლიდარობა და ა.შ. ეს ყველაფერი სწორედ ბრბოს სათამაშოებია, რომელიც ქმნის დომხალს, რათა საშუალო კლასის გამოყენებით კაპიტალიზზმა დააჩლუნგოს ყველაფერი. ჩვენ ვიღებთ უამრავ ვიწროდსპეციალზირებულ ადამიანს ამერიკული მოდელით, რომელიც შრომობენ ჭიანჭველებივით და აქვთ თანასწორობის ადამიანური კანონდებლობანი, რომელთა დარღვევის შემთხვევაში "ცრუდ ჯანყდებიან", რათა უფრო აამღვრიონ წყალი. ლიტერატურა თუ ჩამოინგრა მას მიყვება კაცობრიობაც. დღეს ისე როგორც არასდროს გვაკლია ჭეშმარიტი მწერლები, რომელთა სიტყვაც და გმირთა ქმედებანიც პიროვნების ტრანსფორმირებას მოახდენს. ჩვენ საუკუნეში დაქვეითდა მუსიკა, მხატვრობა, რომელიც ფორმათა ორგიად იქცა და არც არავის აქვს პრეტენზია იყოს რაფაელი. ყოველდღიურად კლავენ ადამიანში მის ცხოველქმედების ინსტიქტებს გაბატონებული ფსიქოანალიტიკური თეორიებით, რომელთა უმეტესობა დაწყებული გენტშალთერაპიიდან დამთავრებული ფროიდის ფსიქოანლიზით დაავადებებად აცხადებს ნევროზსს, პარანოიას, შიზოფრენიას, ეპილეფსიას, რომელთა წიაღის შესახებ საერთოდ არაფერი უწყის. ამდაგვარი მკურნალობის მეთოდებმა დააეჩავა ადამიანური ფსიქიკა. ძველი ბერძნები ასე სულაც არ იქცეოდნენ და არც ძველი ეგვიპტელები. ამ ე.წ დაავადებების წყალობით ისინი ადამიანს დედამიწას აცილებდნენ, რადგან სწორედ სწავლობდნენ მის იმპულსებს კი არ კლავდნენ, არამედ გონივრულად ანვითარებდნენ მას. სანიმადვილეში "დიონისური ტრანსი" და "პლატონის ექსტაზი" სწორედ სწორედ განვითარებული იმპულსებია, რომელსაც დღეს ვერ აკონტროლებენ და ამიტომაც უწოდებენ სნეულებას და საწყისშივე კლავენ. ძველი ბერძნული მითის თანახმად, ჰერკულესი სწორედ ავი ზნით ყოფილა შეპყრობილი, ამიტომ ბერძნები ეპილეფსიას ჰერკულესის დაავადებას უწოდებენ. ჰიპოკრატე კი ამ სნეულებას ღვთაებრივ დაავადებად იხსენიებდა. მისი აზრით, ამ პათოლოგიით შეპყრობილი ღმერთების მიერ იყო დაღდასმული და წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონდა. ფიოდორ დოსტოევსკის ჭირდა ეპილეფსია, რომელმაც პატმოსის კუნძულად ამოანთხია, როგორც გრიგოლ რობაქიძე დაწერს უნიკალურ რომანში "გველის პერანგი". მართლაც დოსტევსკის რომანები აპოკალიპსია. ამ საკითხსაც აღარ განვავრცობ, რადგან პუბლიცისტური წერილისთვის საკმარისზე მეტი ითქვა, უბრალოდ მედიცინისა და ფსიქოლოგიის ასეთმა დამანგრეველმა მუხტებმა საერთოდ წალეკეს ჭეშმარიტი ფსიქიკა. "ბაბილონის გოდოლის" პირვანდელი იდეა ანუ უფრო დიდი "ნაციზმი" ვიდრემ ეს ადოლფ ჰიტლერმა შექმნა. ესეც გამოსავალი! ამ საკითხში ენა გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგანც ენობრივი სტრუქტურა ძირია ღვთისა და ფანტაზიის განვითარების და შესაბამისად ზეგრძნობადი შემეცნებისა: ამიტომ ან უნდა შეიქმნას ზოგადად "ცენტრალური ენა", რომელიც უნდა ყველგან გავრცელდეს ანდაც მოხდეს იმ ენის გამოყენება "ნაციის" საფუძვლად, რომეიც ყვეალაზე ახლოსა ღვთიურ ჰარმონასთან და პოეტურია და ჩვენ რადგანაც ვართ რუსთველის, ბარათაშვილის, ვაჟას, გრანელის და გალაკტიონის სამშობლო შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი ენა იმდენად ჰარმონიულია რომ "ნაციის" კრიტერიუმს აკამყოფილებს, მაგრამ ეს არ არის ჰიტლერული ნაზიმის ქადაგება, რადგან საკუთრივ ჩემი იდეოლოგია არაძალადობრივია და სრულებით განსხავდება რაიხის პოლიტიკისგან, მაგრამ მე ვიზიარებ გარკვეულ მიდგომებს, რაც ფიურერს ქონდა სახელმწიფოსთან მიმართებაში, მაგრამ ჰიტლერმა ვერ შეძლოს მისი დიდი წინაპრების ნიცშესა და გოეთეს იდეების პრაქტიკაში სწორედ რეალიზება და ამიტომაც კატასტროფულად დასრულდა. უნდა მოხდეს საზოგადოების შექმნა, სადაც მატერილაისტური კულტურები და კაპიტალიზმი ჩაესვენბა საფლავს და მოხდება ისეთი გარემოს შექმნა, სადაც "ადამიანის გონი" მხოლოდ ნაკადულების მოსმენით დატკბება ანუ პირავნდელი ბუნების ყველაზე ნაკლებ საზიანო ფორმა ადამინთან უშუალო კავშირს დამყარებს და ადამიანს წიყვანს წყალის პირს ფიქრთ გასართველად. რაც შეეხება კომოსისა და სითბური ენერგიის კვლევას. ეს უნდა მოხდეს, რათა გაიზარდოს სითბური ენერგია, რადგან ეს მიზნისთვის საჭიროა, მაგრმა უნდა მოხდეს გასაიდუმლებულად და მეცნიერული ექსპერიმენტები უნდა ტარდებოდეს მიწსქვეშ, ხოლო "არასაჭირო ტექნოლოგიები" უნდა საერთოდ აიკრძალოს სოცილაურ სიტემაში. უნდა მოხდეს ბავშვის აღზრის მკაცრი კონტროლი და "აგრალური კულტრუის ნატრუალური პროდუქტის" ხარჯზე არსებობა და არა იმ ათასი საშინელებით, რითაც დღევანდელი მსოფლიო იკვებება. დღეს მოიწამლა დედამიწა და მოიწამლა უფრორე პერსპექტივა, რომ ოდესმე ქრისტე ჯვრიდან ჩამოხსნება. ახლა მინდა აქვე გაკვრით კინემატოგრაფს შევეხო ანუ იმ ხელოვნებას, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებას მოყვა. ჯერ ერთი ვინ მოგახსენათ, რომ კაცობრიობა მის გარეშე ვერ გაძლებდა?! ანდა თუნდაც კინოს მეტა ენას რომ არ შევეხოთ აქვე დავძენთ რომ ლიტარატურასთან შედაებით კინოს არ შეუძლია წარმოშვას სასუფეველი თვად პროცესში, რაც მისი უდიდესი მინუსია ლიტერატურასთან შეადარებით. კინოს რა თქმა უნდა შეუძლია კათარზისის შექმნა, მაგრამ არამც და არაც სასუფეველის! მაგრამ კინო მაინც უდიდესი ხელოვნებაა თუ მასში მოღვაწე გენიოსთა (ბერგანი, ტარკოვსკი, ბელა ტარი) შემოქმედებას გავითვალისწინებთ, მაგრამ ნუთუ მათი შემოქედება კინოულტურის აღებული გეზია?! არა! უამრავი ფინასები იხარჯება ჰოლივუდში, რომ უნიჭო რეჟისორებს უნიჭოდ დაწერილი როამანები გადააღებინონ და ამით "სოცილაური ინტელექტუალური პროსტიტუაცია" გაავრცელონ, რითაც კიდევ უფრო კნინდება კინემატოგრაფიც და ზოგადად კულტურაც. იმ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის გონება იცვითება და კვდება განვითარება ვერასდროს ვერ მოხდება. კაცობრიობა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას და ეს "გააზრებული და შესაბამისი სოცილაური სისტემის მოფიქრებაა" და იმის ნაცვლად რომ ადამინებმა საკუთარ მომავლზე იფიქრონ ისინი გაჰყვირიან : "ჰეი ზარატუსტრა მოგვეცი უკანასკნელი ადამიანი". ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გავქრებით ისევე როოგრც ჩვენივე პლანეტა და არსებობა!
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|