საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტახტის მოსაყდრე ილია მეორემ დააჯილდოვა სკუფიაზე (სასულიერო პირის თავსაბურავი) ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
ინფორმაციას ამის შესახებ მოსაყდრის თანაშემწე, დეკანოზი ანდრია ჯღამაიძე ავრცელებს. ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა.
ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მიტროპოლიტის წოდების მღვდელმთავარს. მისი მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე.
სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება 2000 წლის სექტემბერში მიენიჭა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს. ბრილიანტის ჯვარს 2008 წლიდან ატარებს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი. 2010 წლის აგვისტოში კი კვრის ტარების უფლებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დაჯილდოვდა. ნიქოზისა და ცხნივალის მიტროპოლიტი ისაია ბრილიანტის ჯვარს 2017 წლიდან ატარებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ სინოდის წევრებმა დღეს პატრიარქისგან მოსაყდრის შესახებ განმარტებები მიიღეს.
როგორც მიტროპოლიტი ამბობს, კითხვები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან დაკავშირებით საპატრიარქოს დებულებიდან გამომდინარე არსებობდა. თუმცა, რა კითხვებზე იყო საუბარი, მიტროპოლიტ პეტრეს არ დაუკონკრეტებია:
“მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც იყო მოსალოდნელი. მეუფე შიო დასახელებულია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. დებულებიდან გმაომდინარე, არსებობდა შეკითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი” – უთხრა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.
http://netgazeti.ge/news/287341/სდიე შაქროიე ქალებს გურჯაანში
ანი სუბელიანი : ნამდვილად,მას საუკუნეების განმავლობაში ეკალი ესეოდა და ზუსტად,სწორად და მართებულად არის ეს სახელი შერჩეული ჩვენი დედა ეკლესიისთვის.
იმ დასავლურ სამყაროს რომელიც გლობალიზაციისკენ ილტვის და ორმაგად ესევა ჩვენს ეკლ-ესიას ყველაფერია მოსალოდნელი.დღეს ერის ერთიანობაა საჭირო და ყველა ქართველის გაერთიანება ამ ეკლის ნაჩხვლეტ-ტანჯული სახლის ქვეშ.
წმინდა მამები ამბობენ "არა იყოს გზა უეკლოდ ჭეშმარიტი სახლისაკენ სადაც იკითხება სია".ეკლ-ესიის ქვეშ სწორედ ის სიაა ნაგულისხმევი,რომელიც გადაარჩენს მეორედ მოსვლის დროს სწორად საქართველოს და მათ მოსახლეობას.ამოიკითხება დიდი სია სადაც პირველ რიგში ქართველი,ჭეშმარიტი მართლმადიდებლები მოხვდებიან-"ცოცხალ იყოს ჭეშმარიტი ქართველი დაფარული ეკლესიისგან.(წმ.ათანასე თავ.32.)
This post has been edited by SPLIYVI on 21 Jun 2018, 18:57