#52967180 · 24 Jun 2018, 13:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სითი პარკი წავიდა, ჩაანაცვლა სხვა კომპანიამ....
ჯარიმის ვიზუალი იგივე, დასაბეჭდი მოწყობილობა იგივე, სავარაუდოთ კომპანია იგივე და თანამრომლებიც იგივე.... ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წამართმევს ფულს. მაინცდამაინც კანონებში ვერ ვერკვევი და იქნებ ვინმემ ამიხსნას რატომ ვარ ვალდებული, რომ ეს გადასახადი გადავიხადო?
ჩემი აზრით მსგავსი ტიპის კომპანიების დეკლარირებული საქმიანობა არის პაპრკირების მოწესრიგება და სწორედ ამიტომ უნდა გადავიხადოთ ფული.
ჰოდა ისმის კითხვა - თუ პარკირება (მე სადაც ვცხოვრობ და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია) არ არის მოწესრირებული და უფრო მეტიც, იმის გამო რომ მანქანები ტროტუარებზე ისე დგას რომ მე შუა ქუჩაში მიწევს სიარული, რატომ უნდა გადავიხადო???
მე როგორც 1 მოქალაქე თვეში ვიხდი იმდენ გადასახადს, რაც მთლიანად საკმარისია 1 საჯარო უსაქმური მოხელის ანაზრაურებისთვის, რით ვერ ყოფნით? რატო მთხოვენ უფრო მეტს???
This post has been edited by superhardware on 24 Jun 2018, 13:43
--------------------
aa
|