დაბალშემოსავლიანი ადამიანები ღირსეულ პენსიას, მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მიიღებენ"
" თუ გვინდა, რომ როგორც საზოგადოება და სახელმწიფო ჩამოვყალიბდეთ, ჩვენს ცხოვრებაში ურთიერთ ზრუნვისა და სოლიდარობის პრინციპები უნდა შევიტანოთ“ - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთრში პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ სოლიდარულ პრინციპებს ეფუძნება საპენსიო რეფორმის ის ვერსია, რასაც ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები სთავაზობენ საზოგადოებას.
" ჩვენი მოდელი ეფუძნება ე.წ თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს, სადაც მომავალი თაობა უხდის პენსიას წინა თაობას. დღეს ასე არ ხდება. ბიუჯეტში მიდის ფული მიზნობრიობის გარეშე, აქედან ვიღებთ მას და პენსიონრებისთვის ვანაწილებთ, ყველასთვის 180 ლარს. ეს არ არის პენსია, ეს სოციალური დახმარებაა“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, მათი ფრაქციის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა გადანაწილების პრინციპს ითვალისწინებს. იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც წლების განმავლობაში მაღალი შემოსავალი ჰქონდათ, დაბალშემოსავლიანი ადამიანები, პენსიაზე გასვლის შემდეგ მიიღებენ ღირსეულ პენსიას.
"ჩვენს საპენსიო სისტემაში ჩავდეთ როგორც ჰორიზონტალური, ასე ვერტიკალური სოლიდარობის პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს: მობილიზებული თანხები გაიცემა პენსიონრებზე დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით, მაგრამ ჩვენი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ვისაც დაბალი შემოსავალი ჰქონდა სამუშაო პერიოდის დროს, პროპორციულად უფრო მაღალი პენსია მიიღოს. ვისაც ძალიან მაღალი შემოსავალი ჰქონდა, მან თანხა გადაუნაწილოს მათ, ვისაც დაბალი შემოსავალი ჰქონდა. თუ საპენსიო სისტემაში გადანაწილება არ მოხდება, მაშინ ამ საპენსიო რეფორმას აზრი არ აქვს. 600 ლარიანი ხელფასის მქონე ჩვენი მოქალაქეების შენატანების აკუმლირებული თანხა, შემდეგ გაცემული საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემაში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს. მათი დანაზოგი არ არის იმდენად მაღალი, რომ მათი ღირსეული საპენსიო რეფორმა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც მძიმე სამუშაო პირობებში მუშაობენ და დაბალი შემოსავალი აქვთ, დაბალია. აქედან გამომდინარე, რამენაირად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ამის კომპენსაცია. ამიტომ შემოვიტანეთ ჩვენ სოლიდარობის პრინციპი" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, კიდევ ერთი მთავარი განსხვავება მთავრობის და მათ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის, საპენსიო რეფორმაში ჩართვის ვადებია, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
"ჩვენს შემთხვევაში ის ადამიანებიც კი, ვინც ერთი წლის განმავლობაში ჩაერთვებიან საპენსიო სისტემაში, მაგალითად 64 წლის ასაკში, ერთი წლის შემდეგ, როდესაც ის გახდება საპენსიო ასაკის, ანუ 65 წლის, უკვე მიიღებს გაზრდილ პენსიას. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად კი მათ წლები მოუწევთ მოცდა“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, საპენსიო რეფორმის მათი ვერსია ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება.
"რიასთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, ის დაითვლის რა დატვირთვა შეიძლება გამოიწვიოს ამან ბიუჯეტზე. ის არ განსსხვავდება მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტისგან, როგორც ბიუჯეტის ტვირთი. ჩვენს შემთხვევაში, ფონდში არა 40 წელს ქვემოთ, არამედ ყველა დასაქმებული ერთვება, და ფონდში ხდება ბევრად მეტი თანხის აკუმლირება" - განმარტა ბექა ნაცვლიშვილმა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, მათი რეფორმის საშუალებით საპენსიო ფონდში ძალიან დიდი თანხის აკუმლირება მოხდება, რაც 2044 წელს 32 მილიარდი ლარი იქნება. ეს განპირობებული იქნება იმით, რომ ფონდში თანხას ყველა დასაქმებული, დაახლოებით 800 ათასი ადამიანი გადაიხდის, პენსიას კი ყოველწლიურად 15 ათასი ადამიანი მიიღებს. საპენსიო რეფორმის აღნიშნულ სისტემაში მონაწილეობა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება.
http://www.bm.ge/ka/article/quotdabalshemo...gebenquot/21312საიუზ ნე რუშიმი
ბექა ნაცვლიშვილი პრეზიდენტად,პრემიერად,კოსმონავტად,ნატა ფერაძედ,მერად,ელიზბარაშვილად!!!

კესარიაც
This post has been edited by SPLIYVI on 23 Jun 2018, 11:31