#53124854 · 19 Jul 2018, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეკითხვა ეხება პრეზიდენტის ერთ-ერთ ბოლო საკამათო გადაწყვეტილებას, როცა აჭარის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე, წარადგინა ხელისუფლების შემოთავაზებული კანდიდატი და არა "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ფავორიტი არმაზ ახვლედიანი. ამის გამო ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, გააკრიტიკა ელისაშვილმაც: "თუ საბჭო მხარს არ დაუჭერდა ახვლედიანს, დაეშალა იგი და დაენიშნა არჩევნები, იქნება ხალხს სწორი არჩევანი გაეკეთებია"-ო. განაცხადა ტვ. პირველზე სტუმრად დიანა ტრაპაიძესთან(ოღონდ არ დაუკონკრეტებია რა იქნებოდა ეს "სწორი არჩევანი", ჯერ ხომ თვითონ არ შეუქმნია პარტია?!).
როგორც ვატყობ ეს ბიჭი ზედმეტად ლოიალურია ნაცებთან. მარგველა უფრო ჯიგარია, თუმცა მისი სიმპატიები კვირიკაშვილთან კითხვებს იწვევს. ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ხმა არ ამოიღო სარალიძის საქმეზე ყველა დამნაშავეა; ისევე როგორც ის ხალხი, ვინც ციხის კადრების შემდეგ ნაცმოძრაობის სიით იყარა კენჭი(ამ ფორუმზე გირჩის მიმართ ბევრს გვაქვს სიმპატია ჩემი ჩათვლით და ალბათ უნდა დავფიქრდეთ ცოტა ამაზეც).
|