აი ორი უსამართლობა გამახსენდა ახლა:
1) ცალთვალა მასწავლებელი და უსამართლოდ დაჩაგრული მოსწავლე
90 იანი წლების ბოლოა. მყავდა ცალთვალა ქართულის მასწავლებელი, დიდი კუდაბზიკა ვინმე.
ხოდა ტვალეტი საშვალო და ეგეთ რაღაცეებს აბრეხვებდა.
გახსოვთ საკონტროლოებს რომ ვწერდით ხოლმე- 12 ფურცლიან რვეულებში.
ერთი კლასელი მყავდა, გოგონა.
მასწავლებელმა უთხრა ანა, შენ ლამაზი კალიგრაფიით გამოირჩევი, აიღე ახლა ეს 43 რვეული და დააწერეო: 61-ე საშვალო სკოლის ამადაამ კლასის მოსწავლე ესა და ესაოო...
აიღო ანამ და დააწერა: 61-ე საშვალო სკოლის....
ნატა მასწავლებელმა კინაღამ გაგლიჯა: საშვალო რაარის ქალო საშუალოაო, მე საშუალო გითხარიო, არადა საშვალო უთხრა.
ანა გაჩეჩეს და 43 ახალი რვეული აყიდინეს.
2) ეზოში ვთამაშობდით, ეზოს მეგობარს სტუმრად ჰყავდა ერთი შეუხედავი გოგო, ხოდა თამაშობდა და თავის გამოჩენას ცდილობდა.
შავ-შავი გოგო იყო, ბებიას ნაჩუქარი ოქროს ძველმოდური საყურეებით რომ მოძრაობენ.
ავიდა თუთის ხეზე და წარმოვა ერთ ტოტზე.
მეთქი რა კლეოპატრასავით წამოწექითქო.
ამიხიპიშდა უზრდელობა რატომ მითხარიო, მეთქი რა უზრდელობა? რაო და ###ოპატრა მიწოდეო.
მეთქი ქალო შიგო ხოარაგაქ რა ###ოპატრათქო.
წავალ დედას ვეტყვიო.
კაი წადითქო.
რა ### ქნა მერე არვიცი.
This post has been edited by pekineli on 24 Jun 2018, 13:39