ICDI ცესკოს ინიციატივით მიმართავს და საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის წესის დაზუსტებას სთხოვსარასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“(ICDI) ცესკოს ინიციატივით მიმართავს და პოლიტიკური პარტიების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის წესის დაზუსტებას სთხოვს.
„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ცესკოს ადმინისტრაციის მხრიდან კანდიდატთა მონაწილეობის საკითხების გადაწყვეტა პოლიტიკური პარტიების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ყოველმხრივ იქნას ხელშეწყობილი.
გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატების წარსადგენად პარტიისათვის ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და ამავდროულად, საარჩევნო კოდექსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნებისათვის პარტიების მიერ ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რეგულაციებს, ვადებსა და წესებს არ განსაზღვრავს, არსებული პრაქტიკის თანახმად, ცესკოს მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ეძლევათ ისეთ პარტიებს, რომელთაც რეგისტრაციები გავლილი აქვთ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებანდე ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან საკითხის გადაწყვეტა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გაზრდის ნდობას და მეტ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცემს შესაძლებლობას წარადგინონ კანდიდატები, მოგმართავთ თხოვნით, ცესკომ განიხილოს აღნიშნული საკითხი და ნორმატიული აქტით გადაწყვიტოს, რომ მოხდეს პარტიების მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ან/და ისეთ პარტიებს, რომელთაც ჰქონდათ საარჩევნო რეგისტრაცია გავლილი ბოლო საპარლამენტო/ადგილობრივ არჩევნებზე და ეს რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა საკუთარი ინიციატივით, მიეცეთ უფლება წარადგინონ საპრეზიდენტო კანდიდატები და შეაგროვონ შესაბამისი მხარდამჭერთა სიები”, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-sthkhovs.html
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//