რაც თავი მახსოვს ამ ქვეყანაში სუსტების და დაუცველების დაჩაგვრა ეროვნული ჰობი იყო
მძღნერი თუ ერი, საკითხავი აი ეს არის
„ჩანთას მირტყამდნენ, ქვებს მესროდნენ“ - მე-8 კლასელი გოგონა კლასელებსა და პედაგოგებს ძალადობაში ადანაშაულებს (ვიდეო)
2018-06-26 21:48:00
მე-8 კლასელი გოგონა აცხადებს, რომ თანატოლების მხრიდან ჩაგვრაის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
გოგონა ყოფილ კლასელებს ბულინგში ადანაშაულებს.
არასრულწლოვანი ყვაბა, რომ თანატოლები ედაგოგების თვალწინ წიხლებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ.
სოფელ ზედა ეწერის სკოლის დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და თამარის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს.
დირექტორი ირწუნება, რომ თანატოლები გოგონას ეხუმრებოდნენ.
მოზარდის ცემის ფაქტს უარყოფს ის პედაგოგიც, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
რუსთავი 2 - ის ინფორმაციით, მე-8 კლასელი თამარის დედა ავადაა. მას ასთმის და ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი აქვს. მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ძლიერ მედიკამენტებს იღებს. ამ მიზეზით მოზარდმა სკოლაში მისი ჩაგვრის შესახებ სახლში არაფერი არ თქვა. მას შემდეგ კი, რაც ცემას უფროსი და შეესწრო, თამარმა აღიარა, რომ ბულინგის მსხვერპლი პედაგოგების მხრიდანაც ხშირად გამხდარა.
მოზარდი ყვება, რომ კლასის დამრიგებელი სწავლის პროცესში მუდმივად სხვადასხვა დავალებაზე აგზავნიდა. მაგალითად, სახლიდან ყავის მოსატანად. ასევე ყოველდღე დაჰყავდა თამარს დამრიგებლის 5 წლის შვილი საბავშვო ბაღში.
ბრალდებას კლასის დამრიგებელი უარყოფს. ამბობს, რომ არ იცის, რა მიზნით მოიგონა ტყუილი თამარმა.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=177219