აშშ საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას გაზრდის, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვეს მიტჩელმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცლებს.
„ჩვენ ვუწევთ სამხედრო დახმარებას საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც რუსეთი ცოტა ხნის წინ სამხედრო ძალების გამოყენებით ემუქრებოდა. ვუზრდით სამხედრო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია თავდაცვისთვის. მოვხსენით წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვები მათთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და ორივე სახელმწიფოს ვეხმარებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა მიტჩელმა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/67606/as...sodebas-gazrdis