მოკლედ ამ სტატიას გადავაწყდი, არ ვიცოდი ეს ფაქტი. ერთმორწმუნე ძმა in action

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის გამართლების მიზნით, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა მასალები, სადაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო The Reuters -ის მიერ გამოქვეყნებული გორის დაბომბვის ამსახველი ფოტოები. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია 10 აგვისტოს დაიწყო. რუსულმა მედიასაშუალებებმა, Комсомольская Правда, Правда.ru, Вести.ru გამოაქვეყნეს მასალები, სადაც ნათქვამია, რომ რუსულ სოციალურ ქსელ LiveJournal-ის ბლოგერების მტკიცებით, გორის დაბომბვის კადრები დადგმულია, ხოლო The Reuters ყალბ ფოტოებს ავრცელებს.
ფოტოების სიყალბის დასამტკიცებლად, 13 აგვისტოს პორტალმა Newsland-მა “Эхо Москвы”-ს ჟურნალისტ ალექსეი ბენედიქტოვის მიერ ფოტოების ავტორ გლებ კარანიჩთან “ჩაწერილი ინტერვიუ” გამოაქვეყნა, რომელშიც The Reuters -ის ჟურნალისტი ამბობს, რომ ფოტოები დადგმულია, ხოლო თავად ის გორში ფოტოსესია “ომის საშინელი სახეები”-ს გადასაღებად ჩამოვიდა.
ა.ვენედიქტოვი: ვინ არიან ფოტოებზე გამოსახული ხალხი?
გ.გარანიჩი: უბრალოდ ხალხი. მოდელები - ასეც შეიძლება ითქვას. ადამიანები რომლებიც დაგვთანხმდნენ გადაღებაში დაგვხმარებოდნენ.
ა.ვენედიქტოვი: და აქ რისთვის ჩამოხვედით?
გ.გარანიჩი: ფოტოსესია “ომის საშინელი სახეების” გადასაღებად.
იმავე დღეს, ალექსეი ვენედიკტოვმა, გლებ კარანიჩთან ინტერვიუს ჩაწერის ფაქტი უარყო და თქვა, რომ მას მსგავსი ინტერვიუ არასდროს არ აუღია.
ალექსეი ვენედიკტოვი, “Эхо Москвы”-ს ჟურნალისტი: “სამწუხაროდ, არანაირი ინტერვიუ მე არ ამიღია, თუმცა მინდოდა. რაც შეეხება გავრცელებული ტექსტის ხარისხს, ეს “სამოსნის” ინტერვიუა. მე ასე ცუდად ინტერვიუების ჩაწერა არ ვიცი. ეს ინფორმაციული ომის მორიგი ელემენტია, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებას რომელსაც ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს მიეწერება ის, რაც მას არ გაუკეთებია.”
მნიშვნელოვანია თავად The Reuters -ის მიერ ჩატარებული გამოძიება ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოცემამ უარყო ფოტოების გაყალბება და ფოტოს ავთენტურობის დასადასტურებლად, მისი სხვადასხვა ვარიანტები გაავრცელა.
http://mythdetector.ge/node/1203