https://metronome.ge/%E1%83%99%E1%83%90%E1%...83%90%E1%83%A1/ჭიათურაში, კარიერზე ქვიშის ჩამოშლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი სამუშაოებს ტრაქტორით აწარმოებდა, რა დროსაც, ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოჰყვა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.