რამდენიმე დღის წინ ვიყავი ტაბაწყურის ტბაზე, იქვე ახლომახლო მთები და გორაკები შემოვიარე და ერთერთზე ძალიან საეჭვო წყობაა ქვების, წრიულად როგორც აბულის ციხეზეა .
საკმაოდ დიდი დიამეტრით; 60 მეტრი

ჯავახეთის კულტურული ძეგლების რუკას ვეძებდი და ვიპოვე ეს :
http://apa.gov.ge/uploads/other/1/1238.pdfსადაც ვერაფერი ვნახე ამ ადგილის შესახებ,საკმაოდ კარგი რუკაა მაგრამ რამდენად სრულია ეს არ ვიცი,
ამიტომ გთხოვთ გულისხმიერება გამოიჩინოთ და თუ ვინმეს რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ
გამიზიარეთ.
თუ იცით ვის ეხება ესეთი რამეები, რომელ სამსახურს, იქნებ ვინმე მივიდეს და ნახოს, ეს არის აბულის ციხიდან (რომელიც 3500 წლისაა) ჩრდილოეთით
სამსარის ქედის მეორე ბოლოში ( თავში აბულის ციხეა )
* * *
ასევე ახლომახლო ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ქვაფენილის გზებია რომლებიც ბალახებშია ჩამალული, არამგონია რომ ახლომახლო სოფლის მოსახლეობის გაკეთებული იყოს , სავარაუდოდო ძველია, შესწავლაა საჭირო,