Realm Royaleრეალმ როიალი სულ რამდენიმე დღეა დაემატა სტიმზე და ამჟამად მიმდინარეობს ალფა ტესტირება.
Hi-Rez დიდი ხანი აანონსებდა მისი მეორე თამაშის
Paladins-ის ექსპანსიის გამოსვლას ( Paladins: Battlegrounds ), მაგრამ საბოლოო ჯამში დამოუკიდებელი თამაშის იდეამდე დავიდნენ და გაამართლა კიდეც ჩემი აზრით.
დაიდო თუ არა სტიმზე დავიწყე თამაში, მინდა ვთქვა რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ალფა ვერსია იმ თამაშებიდან რაც კი ოდესმე მითამაშია. ძალიან უმნიშვნელო ბაგებია დარჩენილი რომელიც ძირითადად არ შეგიშლით ხელს სიამოვნების მიღებაში.
თამაში ძალიან გავს ფორტნაიტს რაც ლოგიკურია, ანიმაციური გრაფიკით ფანტასტიკური ჟანრის battle royal თამაშები პრინციპში ყველა გავს ერთმანეთს. მაგრამ არ გვაქვს აშენების მექანიზმი, რაც ფორტნაითში პრინციპში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწორი პოზიცია ან სროლის სიზუსტე, ამჟამად აშკარად გამოკვეთილი building meta-ა ფორტნაიტში რაც მე პირადად არ მხიბლავს. როგორც აღმოჩნდა მარტო არ ვარ და რამდენიმე დღის კვალობაზე საკმაოდ ბევრი აქტიური მოთამაშე შეიძინა realm royale-მა, რიგი არ გრძელდება 10 წამზე მეტი როგორც წესი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

გვაქვს 5 კლასი: Warrior, Engineer, Assassin, Mage, Hunter. თითოეულ ამ კლასს გააჩნია თავისი უნიკალური სკილები და იარაღი, რომელთა დაკრაფტვაც ხდება რუკაზე არსებულ სპეციალურ ადგილებზე საკმარისი მატერიალების ( კრისტალების ) შეგროვების შემდეგ. ამ კრისტალების შოვნა იმ იარაღისა თუ სხვა დროპის დისენჩანთით ხდება, რაც არ გვჭირდება.
მოკლედ მაქსიმალურად ვუწევ რეკომენდაციას მათთვის, ვისაც ჩემსავით არ მოსწონს fortnite-ის "აშენების" მექანიზმი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგადაც ვერთობი ჯერ ჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა დავიწყე და სამსახურის მერე რასაც ვასწრებ ვთამაშობ.
p.s. pubg-ს გააზრებულად არ შევადარე, რადგან პირდაპირი კონკურენტი არ არის, მიუხედავად იმისა რომ battle royal ჟანრია.
This post has been edited by Jack. on 9 Jun 2018, 18:33