მეგობრებო, მოგეხსენებათ რომ საქართველო ძალან დიდი ტრადიციების და კულტურის მქონე ქვეყანაა, ეი ჯერ კიდევ არგონავტები და აია და რა აღარ, მოკლედ დიდი ცოდნა დაგვიგროვდა.
პლიუს ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია და ეს ამხელა ინსტიტუტი რომელიც ოქროს ხანას და რას აღარ მოესწრო, რა ქარტეხილები არ გამოიარა და საბოლოოდ მაინც იქ მივიდა სადაც საჭირო იყო.
ახლა ვფიქრობდი და ბევრი ისეთი თემა და საკითხია, რომელშიც ქართველებს იმხელა ცოდნა და გამოცდილება გვაქვს რომ სუფრის და ქეიფის იქეთ ვერ ვიყენებთ, ერთმანეთს ვუზიარებთ და რადგან ეს ცოდნა
ისედაც დაბადებიდანვე ყველაშია ჩადებული, გამოდის რომ ჰაერზე ვლაპარაკობთ, აქა-იქ ტურისტი ან ჩამოსული უცხოელი თუ მოხვდება სუფრაზე და აღფრთოვანდება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
მეორეს მხრივ გადავხედოთ ევროპას, რას დაემსგავსა ეს მართლაც რომ ერთ დროს დიადი და დედამიწაზე პროგრესის შემომტანი ცივილიზაცია. სულს ღაფავს, დემოგრაფიული კრიზისები, მიგრაციული ტალღები,
ლიბერალიზმი, დემოკრატია და მოკლედ რომ ვთქვათ სრული ვაკხანალია სუფევს ამ კონტინეტზე, არადა რომ ვუყურებ ხოლმე ვიდეოებს თითქოს ჯერ კიდევ არის გადარჩენის შანსიო და ამიტომ ვთვლი რომ დადგა ქართველების მოქმედების დრო.
ჩვენ ახლა თავს კი ვიმდაბლებთ ხშირად და გასუსვა გვიყვარს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ ვიცით რომ ბერძნები და 1-2 ერი მაქსიმუმ, ამათთან ერთად სხვაზე აღმატებულები ვართ, გინდა/არ გინდა ეგრეა რა, შეიძლებ ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ ასეა

ხოდა როგორც ერთმა ფილოსოფოსმა თქვა - with big power, comes big responsibility ან თუნდაც ეზეკიელის 25:17 რომ ავიღოთ, სადაც დალოცვილია ის ვინც უპატრონო და გზააბნეულ "ძმას" დაიცავს და გადაარჩენს, სწორ გზას უჩვენებს.
ამიტომ დროა ქართველებმა ვიკისროთ ევროპის გადარჩენის მისია, ეი ეს ცივილიზაცია რომელიც დღეს ჭაობშია ხელახლა აღვზარდოთ და იმ გზაზე დავაყენოთ, რა გზაზეც რენესანსამდე 100-150 წლით ადრე იდგნენ, ეი ღვთის გზაზე.
ჩემი იდეაა შეიქმნას ხვამლი - გელათის მიდამოებში აკადემია, სადაც მივიღებთ ათასობით ევროპელ სტუდენტს და აღვუდგენთ იმ კულტურას რომელსაც მათი წინაპრები ატარებდნენ. ახლა თავში ბევრი სალექციო კურსი მომდის, თუნდაც:
1) ოჯახი 2) სტუმარ-მასპინძლობა 3) ზრდილობა 4) ნათესავების სიყვარული 5) მეზობლობა 6) თამადის ინსტიტუტი და ა.შ ბევრია რა, ამ მხრივ საითაც არ უნდა გაიხედო ევროპაში ყველგან პრობლემებია.
ხოდა ჩამოვლენ, ფულს ჩადებენ, განათლდებიან და საბოლოოდ ჩვენი როგორც ქვეყის და ერის სტატუსიც ამაღლდება და დაუბრუნდება ისტორიულ მდგომარეობას, ევროპა კიდევ თავისი პრობლემებით აღარ შეგვაწუხებს.
აქეთ ტექნოლოგიები (ბიძინას უნი, ბაღდათის ტყესთან), იქეთ კულტურა (ხვამლი - გელათის მიდამოებში) და საბოლოოდ ევროპაც ამოისუNთქებს.
This post has been edited by DATO1 on 30 Jun 2018, 14:05
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი