საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პეკინში აბრეშუმის გზის (China’s Belt and Road) ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და პოტენციალზე ისაუბრა, ასევე, ფორუმის მონაწილეებს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტები გააცნო.
Belt and Road არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას, რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, ბაზრების ინტეგრაციას და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებას. დაგეგმილ ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკურ პოტენციალზე. ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბიზნესკონსულტანტები, სავაჭრო პალატების თავმჯდომარეები და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებიდან.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...natsileoba.htmlუფუნქციო წარმონაქმნი ჩინოვნიკების ნათესავების დასასაქმებლად.
ხელფასები, პრემიები, სამეურნეო ხარჯები, მივლინებები და კიდე ათასი ხარჯი ბიუჯეტიდან.
და კიდე ის რაღაცა თანდაფინანსების კორუფციული ფონდი.
This post has been edited by satoshi on 1 Jul 2018, 21:55