6iani
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 231875
რეგისტრ.: 11-May 17
|
#53012720 · 1 Jul 2018, 22:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როს ანგელოზის ფრთები დაეშვა ანა გოგიშვილს მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს, როს ანგელოზის ფრთები დაეშვა.
როს ანგელოზის ფრთები დაეშვა, - მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს
ტერენტი გრანელი ნაწილი პირველი ნათება არწივის მბრძანებელი ...თენდება ნაცრისფრად. წითელ კლდეებზე აინთება მზის სხივი, ამოვარდება ქარი და წაიღებს ქვიშას. დაიკარგებიან მოგონებები ნათელ დღეებზე, სიბნელეს შეერევიან. უდაბნოდ იქცევა ხეხილის ბაღები, წყალუხვი მდინარეები დაშრებიან და როცა აღარაფერი იქნება ქვეყანაზე გარდა შიმშილისა და სიკვდილისა, ამ მიწას _ დაწყევლილსა და უნაყოფოს, ამ მიწას _ მშრალსა და პირდაბჩენილს, ამ მიწას _ გაუმაძღარსა და გვამებით სავსეს, წყალს მოუტანს ფრინველი ერთი. როცა საუკუნეები გაივლიან და თქვენ ვეღარ გაიგონებთ ხმას კაცისას, როცა ვეღარ ნახავთ სველ ქვიშაში ადამიანის ნაკვალევს, ფრინველი ერთი მოვა ამ უწყლო მიწაზე, ფრთების შრიალით გაფანტავს ქვიშას, კორიანტელში იპოვნის ბინას. ჩადგება ქარი. ფრინველი გახსნის უზარმაზარ ნისკარტს და წყალს აპკურებს უდაბნოს. არ მოვა წვიმა, თუმცა ყოველ დილით, მზის ამოსვლისას, როცა წითელ კლდეებზე აინთება უცნაური თამაში სხივთა, მოვა ფრინველი დიდი ფრთებითა და მკაცრი მზერით. მოვა ფრინველი, წყალს მოუტანს უდაბნოს და იტყვის: „ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში იყო ბიჭი ერთი ამ უდაბურ მიწაზე. მისი თვალები იყო ლურჯი და თმები _ წითური. და აწამებდა მას სიკვდილამდე გაუნელებელი ძახილი მიწისა, რადგან ვერ იქნა და ვერაფრით იხილა მზე.“ _ ამას იტყვის, ფრთებს შეარხევს, მიწას მოწყდება და ისევ იქით წავა, საიდანაც გამოჩნდა. მას უზარმაზარი აქვს ტანი და ბრჭყალები მისი ბასრია ყველაზე მეტად. ფერი ყორნისაა, რაღაცით ხმაც მიუგავს მას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მამლის ყივილია _ გათენების მომტანი. ყივილი, რომელიც აიძულებს მზეს, ამოვიდეს, ანათოს, გაათბოს. ყივილი, რომელიც უბრძანებს პლანეტებს იტრიალონ მარად, არ შეაჩერონ დროის დინება. ხმა მისი ნაზია და მკაცრი, შეუბრალებელი და სათნო, ხმა მისი სერავს დროსა და სივრცეს. თუმცა მისი ძალა სულაც არაა განუზომელი. ხანდახან, ისეთი უძლურება შეიპყრობს, რომ თვითონაც კი უჭირს ახსნას რა ემართება. მისი ხმა გამყინავია ხშირად, მაგრამ ვაი, რომ არასდროს ყინავს. ის ყვირის ნათელისა და ბნელის გასაყარზე, ის მარტო ყვირის. ყვირილი მისი ცას სწვდება და ყვირილი მისი მუნჯია მუდამ. ის ყივის მზის ამოსვლისას, როგორც მამალი და მოდის გათენება. ამოდის მზე, ნათდება უდაბნო. ფრინველი იგი კი მუდამ ყვირის, რომ დააფრთხოს სინათლე მზისა, რომ შეაჩეროს დრო. ის მხოლოდ ბრძანებს: „შეჩერდი!“ და პლანეტები აგრძელებენ გზას. იმდენი ხანია უკვე ასეა, იმდენია ხანია, რაც არაფერი იცვლება, რომ არავინ იცის, რომ არ იყივლოს, რომ არ იყვიროს, იქნებ და მაშინ გაჩერდეს დრო. მაგრამ შეუძლია განა, შეუძლია განა არ იყვიროს?! თითქოს რაღაც ტკივილი უსერავს გულს, ზედ აყრის მარილს და იგი ყვირის ბნელის და ნათელის გასაყარზე, ის მარტო ყვირის: „შეჩერდი!“ ...და დრო აგრძელებს სვლას. ფრინველი იგი მარტოა მუდამ. არავინ არგუნა ცხოვრებამ მას თანამგზავრი და ის ამაყად მიუყვება საკუთარ გზას, არავის აჩვენებს იარებს თავისას, არავის უყვება საკუთარ ტკივილზე, რადგან ტკივილის მორჩენა სწორედ საქმეა მისი. ის კურნავს იარებს ახალი იარებით, ტკივილებს ტკივილებით და მარად ითხოვს სისხლს, ითხოვს ერთგულებას. ფრთები მისი ფართოა ისე, რომ მისი ჩრდილი შეიფარებს მრავალ ადამიანს. ბუმბული შავია და მბზინვარე, ნისკარტი _ ოდნავ მოყვითალო და ბასრი, მზერა _ მკაცრი, თვალები _ ალისფერი. ფეხები ხის მორებივით მსხვილია და მოყვითალო. სიმაღლით კაცზე ორჯერ მაღალია, მაგრამ ჰაერში მაინც ისე ლივლივებს, თითქოს იყოს ბეღურა. კაცის თვალს იშვიათად თუ ენახვება, მაგრამ თვითონ კი გამუდმებით მათ უთვალთვალებს. ყველაზე ხშირად უმთვარო ღამეებში ხედავენ მის უზარმაზარ ლანდს, მაგრამ ამასაც წამიერად. უმრავლესობა მაინც მოჩვენებად წარმოიდგენს, სინამდვილეში კი ეშმაკმა უწყის ვინაა, რატომ ჩნდება უმთვარო ცაზე ან შემდეგ სადღა იკარგება.
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|