მოკლედ ბევრი ვეძებე თუ ცოტა აქ მსგავსი თემა ვერ ვნახე. ძალიან საინტერესოა ვინ რას არქმევს თავის მომავალ პატარას, რომელსაც სურს რომ მსოფლიოში ყველაზე სასურველი და კარგი სახელი ქონდეს.
დავწეროთ სახელები , რომ სხვებმაც ვნახოთ და უკეთესად შევარჩიოთ

აქვე კი მოკლედ:
პატარისთვის სახელის სწორად შერჩევა არც ისე მარტივი საკითხია. არ დაგავიწყდეთ, რომ მას მთელი ცხოვრების მანძილზე ექნება ის სახელი, რომელსაც თქვენ შეურჩევთ, ამიტომ ნუ აჩქარდებით. გააზრებულად შეურჩიეთ თქვენს პატარას სახელი...
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...9A%E1%83%98/77/იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2011 სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია:
ნიკოლოზი (2143-მათ შორის 296 ნიკა), გიორგი (2013), ლუკა (1306), საბა (1173), დავითი (984), ალექსანდრე (752-მათ შორის 366 სანდრო), ანდრია (705), მათე (496), დემეტრე (300), ილია (280), ირაკლი (262), დაჩი (231), გეგა (194), გაბრიელ (190), თორნიკე (174), ბექა (162) და სხვა.
ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: მარიამი (2525), ნინო (1522-მათ შორის 472 ნინი), ანა (1339-მათ შორის 345 ანი, 301 ანანო), ელენე (1038), ანასტასია (1009), ბარბარე (923), ლიზი (786), თამარი (407), ნია (396), სალომე (342), ლიკა (228), თეკლა (205), ნატალი (189), ანამარია (175), ქეთევან (163), ნუცა (148) და სხვა
აბა საინტერესოა თქვენ რა სახელს არჩევთ. ჩემი შერჩეული სახელი ჩემივე ნიკი ლილუა. ფრანგულად leeloo