მდუღარე პლანეტა: რეკორდულად მაღალი ტემპერატურები თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოს ბევრ ქალაქში ტემპერატურის ახალი რეკორდები დამყარდა.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ისეთ გეოგრაფიულ არეალებშიც ფიქსირდება, რომლებსაც, როგორც წესი, გრილი კლიმატი ახასიათებთ. მაღალი ტემპერატურის დიდ არეალზე გავრცელება ძლიერმა სითბურმა ტალღებმა გამოიწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ რეკორდების ასეთი ტენდენცია, ზუსტ თანხვედრაშია იმ ცვლილებებთან, რომლებსაც მეცნიერები გლობალური დათბობის პირობებში ელიან.
ახალი ტემპერატურული რეკორდების პატარა ნაწილი:
ევრაზიათბილისი, საქართველო: 4 ივლისი, 40.5 ცელსიუსი
ერევანი, სომხეთი: 2 ივლისი, 42 ცელსიუსი
ევროპაინტენსიურმა სიცხემ ბრიტანეთის კუნძულებზე, ახალი რეკორდების დამყარების პარალელურად, გზები და სახლის სახურავები დააზიანა
შოტლანდია, გლაზგო: 28 ივნისი, 31,9 ცელსიუსი
ირლანდია, შენონი: 28 ივნისი, 32 ცელსიუსი
ჩრდილოეთ ირლანდია, ბელფასტი: 28 ივნისი, 29.5 ცელსიუსი
ჩრდილოეთ ამერიკა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მაღალ ტემპერატურას, მაღალი ტენიანობაც დაემთხვა
დენვერი: 28 ივნისი, 40.5 ცელსიუსი
მონრეალი: 2 ივლისი, 36.6 ცელსიუსი
ოტავა: 1 ივლისი, 34.7 ცელსიუსი
ეს რეკორდები შეემატა ბოლო 15 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ექსტრემალური კლიმატური შემთხვევების ჩამონათვალს, რომელიც ცხადად გვიჩვენებს ტენდენციას, რომ პლანეტა წლიდან წლამდე უფრო და უფრო ცხელდება.
რეკორდების არასრული სია:
2017 წელს, აპრილის თვეში, პირველად 50.2 ცელსიუსი, პაკისტანში დაფიქსირდა
2017 წელს, სამხრეთ კალიფორნიაში, ოქტომბერში პირველად 42 ცელსიუსი დაფიქსირდა
დალასში, ნოემბერში, ტემპერატურა 32 გრადუსამდე არასდროს ასულა, 2017 წელს კი, ასეთი შემთხვევა სამჯერ მოხდა
2017 წლის 1 სექტემბერს, სან ფრანცისკოში პირველად, 41 გრადუსი დაფიქსირდა
2017 წლის ივნისში, ირანში, პირველად, 53 ცელსიუსი დაფიქსირდა.
წყარო: The Washington Post
https://www.washingtonpost.com/news/capital...m=.4550166ebe88https://on.ge/story/24983-%E1%83%9B%E1%83%9...%83%A8%E1%83%98 This post has been edited by ცერცვა. on 5 Jul 2018, 17:00
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell