მოკლედ ამ ვიდეოს ვუყურე,დავით სარაჯიშვილის ცხოვრების უცნობ ფაქტებზეა,ძალიან საინტერესო გადაცემაა მთლიანად,მაგრამ ამ ვიდეოს 1:00:00-დან მოუსმინეთ,ეს ჩვენი სირცხვილი არაა ბლინ?
კაცს საფლავის წინ საეკლესიო მაღაზია აუშენეს და თან მანქანებს ავტოპარკინგით აქვთ საფლავთან მოწყობილი.

პ.ს.ეს სტატიაც წაიკითხეთ
წელიწადია უკვე ამაზე ვსაუბრობ, მართლა აქციას ხომ არ მოაწყობს კაცი ეკლესიის ეზოში“ - წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი და ფოტოსთან ერთად შემდეგ სტატუს აქვეყნებს.
ეს დღევანდელი ფოტოა.
ქაშვეთის ეკლესიის ეზო. ეზოში საეკლესიო მაღაზია. მაღაზიის წინ დავით სარაჯიშვილის საფლავი.
და მაინტერესებს რა გაუკეთა ამ მანქანის პატრონმა ქვეყანას, ანდა სხვამ, უკვე წლებია თავის თავს უფლებას რომ აძლევენ დავით სარაჯიშვილის საფლავი "სტაიანკად" გაიხადონ.
წელიწადია უკვე ამაზე ვსაუბრობ, მართლა აქციას ხომ არ მოაწყობს კაცი ეკლესიის ეზოში..
p.s.
ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ ასეთი ფაქტების ამრიგად გამომზეურებით ეკლესიას ავტორიტეტი უფუჭდებაო..
ეკლესიის ავტორიტეტის გაფუჭება მირჩევნია მე, (თუ ის ასე ადვილად ფუჭდება) ვიდრე ის, რომ დავით სარაჯიშვილისნაირებს არ უფასდება ამაგი და ამით , ყველა კარგის მქნელს ვუკარგავთ სურვილს კარგის კეთებისა.
დავით სარაჯიშვილისნაირი ხალხის მეშვეობით შენდება ეკლესიები და ასეთი ხალხის დაფასება პირველ რიგში ეკლესიის ინტერესებში უნდა იყოს
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=1142...იანკა
This post has been edited by არმეძებო on 5 Jul 2018, 20:51