ამ თემის რამოდენიმე პოსტი უკვე არსებობდა (მაგ:
ეს თემა ) , მაგრამ უფრო დაზუსტება მინდა.
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; 104-ე მუხლში წერია:
გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება;მაინტერესებს, "დაწესებულება"-ში რა იგულისხმება, საკუთარი ფირმა თუ?
freelancer.com ანდა upwork.com -ხომ დაწესებულებაა (რომლებიც თავის მხრივ გვაჭრიან საკომისიოს და სავარაუდოდ ისინი იხდიან რაღაც საგადასახადოს), რომელსაც "ვყავართ" ჩვენ დაქირავებული და მისი მეშვეობით ვეწევით მომსახურებას სხვებისადმი. (+ და paypal გვირიცხავენ თანხას, ჩემი paypal-დან კი უბრალოდ ქართულ კარტაზე გადმომაქ თანხა). პლიუს, თუ ზოგჯერ თანხა ჩამერიცხა paypal-ზე სხვადასხვა ტიპის წყაროდან (მაგ: უცხოეთში (საიტზე) არსებული პროგრამის გაყიდვიდან, paypal donation, ან adsense-დან, ან სხვა ამგვარი სახის ინტერნეტ-წყაროებიდან).
ეს თანხა რასაც აქ გამოვიტან ბანკომატიდან, ყველაფერი აქაც უნდა დაიბეგროს? და თუ პასუხია "კი" მაშინ არსებობს კი პრაქტიკული მაგალითები, რომელიც მიეკუთვნება 82-ე მუხლს ?
This post has been edited by მარუბა on 24 Jul 2018, 14:03