#53083116 · 12 Jul 2018, 17:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wallmart
რა პრობლემაც აღწერეთ რამოდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს ამის გამომწვევი: 1. შესაძლოა შესქელებული საპოხი იყოს საცემი ნემსის არხში და სუსტად ურტყავს კაფსულს კარგად გაწმინდეთ საკეტი და საკეტის სარკე; 2. დააკვირდით ბოლომდე თუ იკეტება საკეტი. ახალ იარაღს ზოგჯერ ახასიათებს ასეთი რამ, ბოლომდე შეიძლება არ მიდიოდეს საკეტი სანამ კარგად არ "მოჯდება". აქაც ერთერთი მიზეზი ქარხნული საპოხი შეიძლება იყოს; 3. შესაძლოა დასუსტებული საბრძოლო ზამბარის ბრალიც იყოს, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მგონია იმიტომ, რომ მაღაზიაში ახალ იარაღს დამჯდარი ზამბარა წესით არ უნდა ჰქონდეს.
მხოლოდ ერთი ტიპის (მწარმოებლის) ვაზნებით ცადეთ სროლა თუ სხვა ვაზნებზეც იგივე ქნა?
--------------------
http://www.iaragi.com/
LMT SPM14; SA M1911 Mil-Spec; Kel-Tec SUB-2000 Gen2; Smith & Wesson Model 49; Walther TPH; FN Browning M1922; Vz.27 (CZ-27); Vz.58 (CZ-858 4V); Vz.61 (CZ-61S); Vz.82 (CZ-82); Glock 19 Gen4; Beretta M-71; АПС (Стечкин); ПСМ; ТТ-33; ПМ (Макаров); Вепрь-КМ (ВПО-136).
|