კრეისერ “ავრორაზე”, რომელიც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დროს “ზამთრის სასახლის” შტურმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მართლმადიდებლური ტაძარი გახსნეს. ამის შესახებ გამოცემა RIA წერს.
გამოცემის ცნობით, ტაძარი კრეისერზე ადრეც იყო. ის არქივში შენახული ფოტოებითა და ესკიზების მიხედვით აღადგინეს კრეისერის ცენტრალურ ნაწილში. რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შაბათ-კვირას და დღესასწაულების დროს, როგორც სხვა ტაძრებში, წირვები “ავრორაზეც” ჩატარდება.
1922 წელს ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირი პირველი ათეისტური სახელმწიფო იყო, სადაც რელიგია “ბურჟუაზიული წარსულის” გადმონაშთად ითვლებოდა. ამ კუთხით გადადგმული ერთ-ერთ პირველი ნაბიჯი იყო 1918 წელს სასულიერო პირების სამხედრო ძალებისგან გათავისუფლება. მათი ფუნქცია, კერძოდ, ჯარისკაცების მორალური მხნეობის შენარჩუნება, კომისრებმა გადაიბარეს.
პირველი რანგის კრეისერი “ავრორა” სწორედ 1917 წლის რევოლუციის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის სანქტ პეტერბურგში 1903 წელს ააშენეს. მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის, პირველ მსოფლიო, რუსეთის სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომებში.
ამჟამად “ავრორა” სანქტ პეტერბურგში, პეტროგრადის სანაპიროსთან, მის “მუდმივ სადგომში” დგას და მხოლოდ სამუზეუმო ფუნქცია აკისრია.
http://netgazeti.ge/news/290763/პ.ს. წმინდა გემი, წმინდა ბომბებით.
დალოცვილ იქნას ის ქვეყანას ვისაც წმინდა რაკეტებს ესვრის აწ და მარადისნდა უკუნითი იკუნისამდე. :*
პ.ს. ვისაც მოგწონთ დაწერეთ ამინ, ვისაც არა ნახუი...

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
spliyvi მოდი და ტბსელი მოიყვანე, ჩემს ნათქვამზე არ მოვა
This post has been edited by ცერცვა. on 6 Jul 2018, 15:27
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell