ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის საიტ, mshoblebi.ge–ს არსებობის შესახებ რომელიც პალიტრა ჯგუფს ეკუთვნის,
ამ საიტზე 2 დღის წინ განთავსდა ეს ნიუსი >
https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/12678...kakhethshi.htmlსადაც ავტორის თქმით საგარეჯოს რაიონ სოფელ გაღმაუბანში, დედამ და ბებიამ რომლებიც სექტაში იყვნენ გაწევრიანებული შვილის მსხვერპლ შეწირვა განიზრახეს და რომ არა პატრული ცემით აპირებდნენ მოკვლასო.
მოკლედ ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტების უმრავლესობა არის ცრუ და ამასთანავე აშკარა ცილის წამება,
პირველი დავიწყოთ იმით რომ საგარეჯოს რაიონში სოფელი გაღმაუბანი არ არსებობს, ეს არის უბანი რომელიც საგარეჯოს ცენტრიდან 800–900 მეტრითაა დაშორებული, მეორე ამ ფაქტში მონაწილე პირები არ იყვნენ ბებია და დედა, აქ იყვნენ დედა და და, მესამე ამ ფაქტში მონაწილე პირებმა ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მოიყვანეს სახლში მღვდელი და სახლი აკურთხებინეს, რატომღაც ჰქონდათ ჰალუცინაციები ( არაა გამორიცხული საკვები ნივთიერებით მოწამვლა ) მეოთხე ამ ფაქტში მონაწილე დედა შვილის ფსიქიატრიული შემოწმების შემდეგ დადგინდა რომ ესენი იმყოფებიან საღ გონებაზე ( აღსანიშნავია რომ გამოკვლევა ჩატარდა ამ ფაქტიდან მეორე დღეს, რა დროსაც ისინი მოშორებულები იყვნენ სახლს და აღარ ჰქონდათ ჰალუცინაციები ) მეხუთე მეხუთე კლასელ ბავშვს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.
პ.ს. რომელიმე იურისტს შეუძლია ამიხსნას როგორ შეიძლება მოიქცეს ოჯახი ? ამ დედა შვილისთვის ყოველგვარი ფსიქიკური სტრესი დაუშვებელია , ( ცხელ ხაზზე ვრეკავ და გათიშულია )
This post has been edited by oshi1 on 6 Jul 2018, 22:12