by რელიგიის სააგენტო
დამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის რელიგიის სააგენტომ თბილისში სხვადასხვა კონფესიის 200-მდე სასულიერო პირს ტრენინგი ჩაუტარა. ამის შესახებ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, თბილისში დაახლოებით სამი შეხვედრა გაიმართა.
შეკითხვაზე, სჭირდებათ თუ არა რელიგიურ ლიდერებს ასეთი ტრენინგი, ზაზა ვაშაყმაძემ უპასუხა, რომ ეს კარგი შეკითხვაა.
„მარტო ტოლერანტობაც არ არის. ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კუთხითაც არის საუბარი და ზოგადად, იმ სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არსებობს და რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ახალი კონსტიტუციის ამოქმედებით რელიგიური თავისუფლების კუთხით ახალი მუხლები და პუნქტები ამოქმედდება, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის რელიგიურმა ლიდერებმა და ზოგადად საზოგადოებამ", - თქვა ვაშაყმაძემ.
მისი თქმით, მათ ასევე გააცნობენ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რელიგიის თავისუფლების საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
„მათ შორის სახელმწიფოს მიერ მოგებული საქმეები არსებობს, სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეებიც არსებობს. ორი ქართული საქმეც არის. შევარდნაძის პერიოდში დაპირისპირება რომ იყო „იეღოველების" ცემის ფაქტზე, გლდანის ეპიზოდზეა საუბრი. ეს არის შეტანილი" - თქვა ვაშაყმაძემ.

ოკკ
იეღოველების" ცემის ფაქტზე
აცხადებს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
იეღოველების
აუ რატო არ უქმდება ეს მარაზმი

საშინელებაა
და რაღათქმაუნდა, ხალხის გადასახადებით ფინანსდება
იეღოველების
This post has been edited by wolfchant on 7 Jul 2018, 16:37