Hell Houndტექნიკურ მონაცემებში რომ ვერ ერკვევი გასაგებია, ეგ არ მიგულისხმია მანდ

მოდი სხვანაირად გკითხავ:
1. თან უნდა ატარო (სამსახურში, უნიში)?
კი: სასუველია რაც შეიძლება მსუბუქი ლეპტოპი + არაუმეტეს 14.1 ინჩი დისპლეით
არა: მაშინ წონას მნიშვნელობა არ აქვს, დისპლეი 15.6 ინჩი და მეტი
2. მოგიწევს ბატარეაზე რომ ამუშავო, თუ სულ სახლში/სამსახურში უნდა გედოს?
პირველ შემთხვევაში: რაც უფრო ტევადი ბატარეა ექნება მით კაი
მეორე შემთხვევაში: არ აქვს მნშვნელობა
3. ფილმების ყურებას ან გეიმინგს აპირებ?
კი: დისპლეი არანაკლებ 15.6 ინჩი
არა: მნიშვნელობა არ აქვს
4. აპირებ რაიმე რთულ პროგრამებში მუშაობას (დ3მაქსი, ავტოკადი, ფოტოშოპი, ქორელი და ა.შ.)? რენდერი, ეკნოდინგი? ~
კი: რაც შეიძლება ძლიერი პროცეოსრი
არა: მაშინ მნიშვნელობა არ აქვს
5. აპირებ გეიმინგს?
კი: რაც შეიძლება ძლიერი პროცესორი და ვიდეო (არაინტეგრირებული)
არა: პროცესორს მნიშვნელობა არ აქვს და ვიდეოც ჯობია ინტეგრირებული (უფრო ნაკლებ დენს "შეჭამს")
6. "ვიდი" მნიშვნელოვანია?
კი
არა
აი ამის მერე შეგიძლია უკვე დაიწყო შერჩევა
გატესტვა კიდევ, აგერ ამ პოსტს გადახედე:
...::საჭირო თემების კატალოგი::... Benchmarks-ის ქვეშ არის თემების ლინკები სხვადასხვა ნაწილის დასატესტად

თუ რომელიმე კონკრეტული თამაში გინდა, ჯერ იმ თამაშის სისტემური მოთხოვნები დაგუგლე და მერე შეარჩიე შესაბამისი ცპუ/გპუ-ს მქონე ლეპტოპი.
თუ ზოგადად თამაში გინდა, მაშინ უნდა აიღო შენს ბიუჯეტში რაც შეიძლება ძლიერი პროცესორი და ძლიერი არაინტეგრირებული ვიდეო
თუმცა 400 ლარში დიდი იმედი არ გქონდეს რომ განსაკუთრებულად ძლიერ ლეპტოპს იყიდი :/