სტიქიური მოვლენები გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს
„როცა სტიქიური მოვლენები ხდება მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სძლიონ ამ მოვლენებს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს ჩვენთან არს ღმერთი”, - განაცხადა პატრიარქმა.
ჭუბერის ხეობაში სტიქია 5 ივლისიდან მძვინვარებს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე სახლი.
ბუნების დამცველები თანხმდებიან, რომ ჭუბერში დამანგრეველი სტიქიის გამომწვევი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხე-ტყის უსისტემო ჭრაა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/69073/il...ebi-gardauvalia